ფოთლები ხიდან
ნელ-ნელა ცვივა,
ოქროსფრად თითქოს
ივსება მიწა.
იწყება რთველი, მოსავალს ველით,
რა ლამაზია ეს ყველაფერი.
უფრო ხშირად მოდის წვიმა, ქარიც ქრის და ცოტა ცივა.
ბევრი ჩიტი სხვაგან ეძებს
მეტად თბილ და მყუდრო ბინას.
სექტემბერი, ოქტომბერი, მერე მოდის ნოემბერი,
ეს თვეებიც შეგვემატნენ
შემოდგომის მომღერლები.
|
როცა მზე არის ყველაზე ცხელი,
ღამე მოკლდება და დღეა გრძელი,.
არდადეგები იწყება მაშინ,
ყველა ისვენებს დიდი თუ ბავშვი.
მზიანი ეს დრო სამი თვე ცხოვრობს. ივნისი, ივლისი, აგვისტო ბოლოს.
მისი სახელი თქვენ იცით ყველამ,
აბა-რა ქვია, ვიმღეროთ ერთად!
ზაფხული, ზაფხული, ზაფხული. |
გაზაფხული როცა მოდის,
ხარობს მთელი სამყარო-
თბება მიწა, დნება თოვლი
მწვანე ფერი ნავარდობს.
ჩიტების სტვენა, ხალისი, ბუნებას აღვიძებს.
მარტი, აპრილი, მაისი-
გაზაფხულის სამი თვე.
|
წელიწადის ოთხი დრო გვაქვს,
თავის დროზე ყველა მოვა:
ზამთარი და გაზაფხული,
ზაფხული და შემოდგომა.
ბუნება ლამაზად იცვლება ნელა, ზამთარში ცივა, ზაფხულში ცხელა.
გაზაფხულს ახლავს ჩიტების სტვენა,
შემოდგომაზე-ფოთლების ცვენა.
ახლა დაგისვამ კითხვას ცოტა რთულს- აბა, მითხარი, რამდენი თვე არის სულ?
კარგი რა, ბეგო, კითხვა არ არის ძნელი!
თორმეტ თვეს იტევს ყოველი წელი.
ძალიან კარგად პასუხი გაეცი კითხვას, ახლა კიდევ რაღაც მინდა რომ მითხრა-
რამდენი თვე გრძელდება თითო დრო,
ამაზეც გამეცი პასუხი, ძალიან გთხოვ.
ამაზეც მარტივად პასუხს გაგცემ მე- თითო დროსა აქვს სულ სამი თვე.
გმადლობთ, ირაკლი, მაშინ გვეყოფა უკვე,
ეს ყველაფერი ბავშვებმა გაიგეს უკეთ. |
გამარჯობა, ბავშვებო, ყველას ჩვენი სალამი, შინაური ცხოველები კატა, ძაღლი, ვირი. ვისწავლოთ სიმღერით! ბევრნაირი ფორმა არის სამკუთხედი კვადრატი. ბოლოს რაღაც უნდა გითხრათ, ჩემო მეგობრებო, ვისწავლოთ სიმღერით! |
ჩვენი სამყარო გავიცნოთ უკეთ, შავი, თეთრი, ვარდისფერი, მწვანე ფერი და ცისფერი, წითელი და ლურჯი ფერი, არ გამოგვრჩეს ოქროსფერი, შავი კატა, თეთრი მტრედი, შოკოლადი ყავისფერი, ფორთოხლის ხომ იცით ფერი, სწორია-ნარინჯისფერი; თუ წითელი არის ვაშლი, მოსაკრეფი არის მაშინ; ყვითელი მზე დილით ისევ, შუქით ყველას გააღვიძებს; როგორც ხედავთ, მარტივია, არ ყოფილა თურმე ძნელი; |
ერთი, ორი, სამი, ოთხი,
ერთი, ორი, სამი, ოთხი,ხუთი, |