ამ 5 თამაშის დახმარებით, რომლებიც 7-8 წლის ბავშვებისთვისაა გათვალისწინებული, თქვენ მათი ლიტერატურაში ცოდნის დონის გაგებას შეძლებთ. ყოველი თამაში 10 ტურისგან შედგება. თითო ტური მოიცავს ერთ კითხვას (კითხვაზე ,,დაკლიკვით” მის აუდიო ჩანაწერს მოისმენთ) და ოთხ სავარაუდო პასუხს . ნორჩმა მომხმარებელმა ოთხიდან ერთი სწორი პასუხი უნდა აირჩიოს და მას თამაშის მსვლელობისას მხოლოდ 2 შეცდომის დაშვება შეეძლება. მე-3 არასწორი პასუხის შემთხვევაში თამაში წაგებულად ჩაითვლება. შეგიძლიათ, თამაში თავიდან დაიწყოთ. მარჯვენა ქვედა კუთხეში არსებული რიცხვები თქვენ გაჩვენებთ, თუ ახლა რომელ ტურზე იმყოფებით. გისურვებთ წარმატებებს!
Copyright © 2026, Codna.Ge ყველა უფლება დაცულია
ცოდნის მხიარული სამყარო