სახალისო გრამატიკა

 პროექტის მიზანია, რომ მე-3 კლასის მოსწავლეებმა ქართული ენის გრამატიკა ხალისით და მარტივად აითვისონ. 
 5-წუთიან გადაცემებში მხიარული პერსონაჟები ბეგო და ბეგი ბავშვებს ილუსტრაციების დახმარებით ქართული ენის გრამატიკის საკითხებს შეასწავლიან, ხოლო გადაცემაში მიღებული ცოდნის გასამტკიცებლად მათ სახალისო ინტერაქტიული ონლაინ-თამაშები ელოდებათ.
 იხილეთ პროექტის პირველი სამი გადაცემა და თამაში:          

 პროექტი ქალბატონი ნინო გორდელაძის (ფილოლოგი, დაწყებითი საფეხურის სასკოლო სახელმძღვანელოების ერთ-ერთი ავტორი, შეფასებისა და გამოცდების ცენტრის კომსულტანტი) წიგნის „საუბრები და სავარჯიშოები მესამეკლასელთათვის“ მიხედვით მზადდება, რაც მნიშვნელოვანია, პროექტს კონსულტირებასაც თავად ქალბატონი ნინო უწევს.
 პროექტისთვის სრულად მინიმუმ 12 და მაქსიმუმ 15 გადაცემა და ონლაინ-თამაში შეიქმნება.

 პროექტის დასასრულებლად ჩვენს გუნდს მაქსიმუმ 6 თვე და ფინანსური მხარდაჭერა 20 000 ლარის ოდენობით სჭირდება. 
 თანხმობის შემთხვევაში დაფიქსირდება, რომ პროექტი თქვენი ორგანიზაციის მხარდაჭერით განხორციელდა.

გაზიარება