ქართული ანბანი ბავშვებისთვის: ვისწავლოთ ასო-ბგერა “ყ”

სწავლა, გართობა და სიმღერა!

ძვირფასო მშობლებო, ანახეთ ბავშვს პროექტი “ცოდნის მხიარული სამყაროს” 26-ე გადაცემა, რომელშიც მეგი მასწავლებელთან, ბეგოსთან და ბეგისთან ერთად თქვენს პატარას დაუვიწყარი მოგზაურობა ელოდება.
ამ გადაცემაში ბავშვები:
✔გართობით ისწავლიან ასო–ბგერა „ყ”–ს;
✔ყვავილზე ნახავენ გასართობ მუსიკალურ ანიმაციას ;
✔ყვავილებზე ჩატარებული საინტერესო ექსპერიმენტის შემდეგ, პატარების ინტერესი ამ საოცარი მცენარეებისადმი კიდევ უფრო გაიზრდება.

პროექტი “ვისწავლოთ ანბანის” სხვა გადაცემების სანახავად იხილეთ ბმული

ამ გადაცემაში მიღებული ცოდნის გასამტკიცებლად იხილეთ ონლაინ-თამაშები, რომლებიც 9 წლის ირაკლიმ გააკეთა. სიტყვების ლაბირინთი იხილეთ ბმული და გავაფერადოთ იხილეთ ბმული

გაზიარება