სწავლა, გართობა და სიმღერა!
ძვირფასო მშობლებო, ანახეთ ბავშვს პროექტი “ცოდნის მხიარული სამყაროს” მე-8 გადაცემა, რომელშიც მეგი მასწავლებელთან, ბეგოსთან და ბეგისთან ერთად თქვენს პატარას დაუვიწყარი მოგზაურობა ელოდება.
ამ გადაცემაში ბავშვები:
✔გართობით ისწავლიან ასო–ბგერა „უ”–ს;
✔უთოზე ნახავენ გასართობ მუსიკალურ ანიმაციას ;
✔ბეგოს მაგალითზე ისწავლიან, რომ ელექტრომოწყობილობებთან ურთიერთობისას დიდი სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ.
პროექტი “ვისწავლოთ ანბანის” სხვა გადაცემების სანახავად იხილეთ ბმული
ამ გადაცემაში მიღებული ცოდნის გასამტკიცებლად იხილეთ ონლაინ-თამაშები, რომლებიც 9 წლის ირაკლიმ გააკეთა. სიტყვების ლაბირინთი იხილეთ ბმული და გავაფერადოთ იხილეთ ბმული