სწავლა, გართობა და სიმღერა!
ძვირფასო მშობლებო, ანახეთ ბავშვს პროექტი “ცოდნის მხიარული სამყაროს” 21-ე გადაცემა, რომელშიც მეგი მასწავლებელთან, ბეგოსთან და ბეგისთან ერთად თქვენს პატარას დაუვიწყარი მოგზაურობა ელოდება.
ამ გადაცემაში ბავშვები:
✔გართობით ისწავლიან ასო–ბგერა „ლ”–ს;
✔ლოკოკინაზე ნახავენ გასართობ მუსიკალურ ანიმაციას ;
✔ლოკოკინების შესახებ საინტერესო ინფორმაციას მიიღებენ, აგრეთვე გაიგებენ, თუ რა “სენსაციური მეცნიერული აღმოჩენა” გააკეთა ბეგომ, რამაც “მთელი მსოფლიო აალაპარაკა”!
პროექტი “ვისწავლოთ ანბანის” სხვა გადაცემების სანახავად იხილეთ ბმული
ამ გადაცემაში მიღებული ცოდნის გასამტკიცებლად იხილეთ ონლაინ-თამაშები, რომლებიც 9 წლის ირაკლიმ გააკეთა. სიტყვების ლაბირინთი იხილეთ ბმული და გავაფერადოთ იხილეთ ბმული