ქართული ანბანი ბავშვებისთვის: ვისწავლოთ ასო-ბგერა “ძ”

სწავლა, გართობა და სიმღერა!

ძვირფასო მშობლებო, ანახეთ ბავშვს პროექტი “ცოდნის მხიარული სამყაროს” მე-9 გადაცემა, რომელშიც მეგი მასწავლებელთან, ბეგოსთან და ბეგისთან ერთად თქვენს პატარას დაუვიწყარი მოგზაურობა ელოდება.
ამ გადაცემაში ბავშვები:
✔გართობით ისწავლიან ასო–ბგერა „ძ”–ს;
✔ძაღლზე ნახავენ გასართობ მუსიკალურ ანიმაციას ;
✔ზაქარასაგან, რომელიც თავისი “კეთილი მანქანით” უპატრონო ოთხფეხა მეგობრებს ეხმარება, ისინი ბევრ საინტერესო რჩევას მიიღებენ: სახლში მოყვანამდე რა პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ ცხოველზე, რამდენად მზად ვართ ამისთვის და რატომ არის ძაღლი გამორჩეული ცხოველი.

პროექტი “ვისწავლოთ ანბანის” სხვა გადაცემების სანახავად იხილეთ ბმული

ამ გადაცემაში მიღებული ცოდნის გასამტკიცებლად იხილეთ ონლაინ-თამაშები, რომლებიც 9 წლის ირაკლიმ გააკეთა. სიტყვების ლაბირინთი იხილეთ ბმული და გავაფერადოთ იხილეთ ბმული

გაზიარება