ქართული ანბანი ბავშვებისთვის: ვისწავლოთ ასო-ბგერა “ბ”

სწავლა, გართობა და სიმღერა!

ძვირფასო მშობლებო, ანახეთ ბავშვს პროექტი “ცოდნის მხიარული სამყაროს” 24-ე გადაცემა, რომელშიც მეგი მასწავლებელთან, ბეგოსთან და ბეგისთან ერთად თქვენს პატარას დაუვიწყარი მოგზაურობა ელოდება.
ამ გადაცემაში ბავშვები:
✔გართობით ისწავლიან ასო–ბგერა „ბ”–ს;
✔ბურთზე ნახავენ გასართობ მუსიკალურ ანიმაციას ;
✔ბურთის შექმნის შესახებ საინტერესო ინფორმაციას მიიღებენ, აგრეთვე გაიგებენ, რომ ცხოვრებაში წარმატების მისაღწევად ისეთ სფეროზე უნდა გავაკეთოთ არჩევანი, რომელიც გვიყვარს და ის პირველ რიგში ჩვენთვისაა მისაღები.

პროექტი “ვისწავლოთ ანბანის” სხვა გადაცემების სანახავად იხილეთ ბმული

ამ გადაცემაში მიღებული ცოდნის გასამტკიცებლად იხილეთ ონლაინ-თამაშები, რომლებიც 9 წლის ირაკლიმ გააკეთა. სიტყვების ლაბირინთი იხილეთ ბმული და გავაფერადოთ იხილეთ ბმული

გაზიარება