წლის შეჯამება ბავშვთან ერთად: როგორ შევქმნათ „წარმატების წიგნი“

წარმატებების აღიარება ბავშვის ფსიქოლოგიურ განვითარებაში მნიშვნელოვანი როლს ასრულებს. ფსიქოლოგების რეკომენდაციით, პოზიტიური მომენტების დაფიქსირება ხელს უწყობს ბავშვის თვითშეფასების ზრდას და მისი შესაძლებლობების გააზრებას.
„წარმატებების განხილვა“ არა მხოლოდ სასიამოვნო პროცესია, არამედ ბავშვს აჩვენებს, რომ მას პრობლემების გადალახვა და საკუთარი მიზნების მიღწევა ნამდვილად შეუძლია.

სარჩევი

  1. წარმატებების განხილვა: როგორ დავიწყოთ?
  2. „წარმატების წიგნის“ შექმნის პროცესი
  3. ბავშვს როგორ ვესაუბროთ მიღწევებზე?
  4. სამომვალო გეგმების დასახვა
  5. წლის შეჯამების შედეგად რას მივიღებთ?

წარმატებების განხილვა: როგორ დავიწყოთ?

პრაქტიკული რჩევები:

ბავშვს დაუსვით კითხვები:

  • „შენთვის ამ წელს ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო რა მოხდა?“
  • „რას მიაღწიე, რაც ყველაზე მეტად დაგამახსოვრდა?“

ბავშვთან გულწრფელი საუბარი და მისი პასუხები მშობელს შვილის ემოციურ მდგომარეობას კარგად დაანახებს და მათი ურთიერთობაც უფრო გამყარდება.

„წარმატების წიგნის“ შექმნის პროცესი

„წარმატების წიგნის“ შექმნა ერთის მხრივ თქვენი შვილის მიღწევების ერთგვარ ქრონოლოგიას დაგანახებთ, ხოლო მეორეს მხრივ მას შემოქმედებითი აზროვნების განვითარებაში დაეხმარება.  სპეციალისტების აზრით,  ასეთი ტიპის აქტივობები ბავშვს მიზანსწრაფულობას  გაუზრდის და სამომავლო გეგმების დასახვისათვის მას მყარ საფუძველს შეუქმნის.

პრაქტიკული რჩევები:

ბავშვთან ერთად აირჩიეთ ლამაზი რვეული ან ბლოკნოტი და:

  • შექმენით ფოტოების ალბომი: ნახეთ ის ფოტოები, რომლებიც წლის საუკეთესო მომენტებს და პოზიტიურ განწყობას გადმოსცემს.
  • დაახატინეთ ნახატები: სადაც ის, საკუთარ ემოციებს და შთაბეჭდილებებს გადმოსცეს.
  • ერთად მოიფიქრეთ ტექსტები: ფოტოებისთვის და ნახატებისთვის დაწერეთ მოკლე ტექსტები, მაგალითად: „ჩემი პირველი სპექტაკლი!“ ან „ჩემი საუკეთესო დღე!“

ასეთი  შემოქმედებითი პროცესი ბავშვს უკეთ გააზრებაში დაეხმარება, თუ როგორ იზრდება და ვითარდება ის ყოველი წლის განმავლობაში.

ბავშვს როგორ ვესაუბროთ მიღწევებზე?

ბავშვთან საუბრის ტონი განსაზღვრავს, მას წარმატებებისა და სირთულეებისადმი როგორი დამოკიდებულება ექნება. ფსიქოლოგების აზრით, პოზიტიური საუბარი ბავშვს მოტივაციას გაუზრდის,  ხოლო კრიტიკულ მომენტებზე სწორი აქცენტების გაკეთება მას პრობლემის გადაჭრის უნარებს განუვითარებს.
რაც ყველაზე მთავარია, ბავშვმა საკუთარ მიღწევებზე საუბრისას უნდა იგრძნოს, რომ მშობელი მას ყურადღებით უსმენს და ადეკვატური რეაქციაც აქვს.

პრაქტიკული რჩევები:

გამოიყენეთ წამახალისებელი ფრაზები:

  • „შენ ბევრი იშრომე და ეს ნამდვილად ღირსეული შედეგია!“
  • „გახსოვს, როცა გაგიჭირდა და მაინც არ დანებდი?“
    ასეთი მიდგომა ბავშვს აჩვენებს, რომ წარმატებისკენ მიმავალი გზა ხშირად გამოწვევებით არის სავსე, მაგრამ ესმის, რომ შრომა და მონდომება ფასდება.
  • „ყოჩაღ, როგორც ხედავ შენმა ძალისხმევამ შედეგი გამოიღო!“
  • „გახსოვს, როცა გაგიჭირდა შენ არ დანებდი და ყველაფერი გამოგივიდა?“
    ასეთი მიდგომით ბავშვი დაინახავს, რომ წარმატების მიღწევა მარტივი არ არის, მას საკმაოდ დიდი შრომა და ძალისხმევა სჭირდება, მაგრამ ის საბოლოოდ ის დაუფასდება.

სამომავლო გეგმების დასახვა

წლის მიწურულს ბავშვთან ერთად სამომავლო გეგმების დასახვა შესანიშნავი პერიოდია. ფსიქოლოგები აღნიშნავენ, რომ ეს პროცესი თქვენს შვილს საკუთარი რესურსების სწორად მართვას შეასწავლის, რაც საბოლოო ჯამში, მას პასუხისმგებლობასა და მოტივაციასაც გაუზრდის.

პრაქტიკული რჩევები:

ბავშვთან ერთად შექმენით „სურვილების სია“ ან „მიზნების რუკა“:

  • ჩამოწერეთ, რისი სწავლა ან ათვისება სურს ბავშვს.
  • კარგი იქნება თუ ამისთვის ნახატებს ან ვიზუალურ სიმბოლოებს გამოიყენებთ. ეს ბავშვის სურვილებს უფრო მკაფიოდ გამოაშკარავებს.

ბავშვი ამ ყველაფერს მეტი ხალისითა და ჩართულობით შეასრულებს, თუ თქვენგან მეტი დაინტერესება და მხარდაჭერა იგრძნო.  

რას ნიშნავს ბავშვისთვის წლის შეჯამება?

წლის შეჯამების პროცესი ბავშვს ფსიქოლოგიურად და ემოციურად ახალ საფეხურზე გადასასვლელად ამზადებს. ის აძლიერებს მის თვითშეფასებას, მეტი განვითარებისადმი უბიძგებს და ანახებს, რომ მისი შრომა ფასდება. ფსიქოლოგების აზრით, ბავშვის წარმატების აღიარება მშობელსა და შვილს შორის კავშირის გაძლიერების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.

შედეგები:

  • თვითშეფასების ზრდა: ბავშვი უფრო თავდაჯერებული ხდება.
  • ოჯახური კავშირის გაძლიერება: ამ პროცესის შედეგად მშობელი შვილთან უფრო დაახლოვდება.
  • მოტივაციის გაზრდა: ბავშვი დაინახავს, რომ მისი შრომა და განვითარება დაფასებულია.

შეეცადეთ, ეს ყველაფერი ოჯახურ ტრადიციად აქციოთ. დაგვერწმუნეთ, ამ შემთხვევაში ახალი წლის დადგომა თქვენი ოჯახისთვის განსაკუთრებულ ელფერს შეიძენს.

გაზიარება