პროექტის მიზანია, რომ მე-3 კლასის მოსწავლეებმა ქართული ენის გრამატიკა ხალისით და მარტივად აითვისონ.
5-წუთიან გადაცემებში მხიარული პერსონაჟები ბეგო და ბეგი ბავშვებს ილუსტრაციების დახმარებით ქართული ენის გრამატიკის საკითხებს შეასწავლიან, ხოლო გადაცემაში მიღებული ცოდნის გასამტკიცებლად მათ სახალისო ინტერაქტიული ონლაინ-თამაშები ელოდებათ.
იხილეთ პროექტის პირველი სამი გადაცემა და თამაში:
პროექტი ქალბატონი ნინო გორდელაძის (ფილოლოგი, დაწყებითი საფეხურის სასკოლო სახელმძღვანელოების ერთ-ერთი ავტორი, შეფასებისა და გამოცდების ცენტრის კომსულტანტი) წიგნის „საუბრები და სავარჯიშოები მესამეკლასელთათვის“ მიხედვით მზადდება, რაც მნიშვნელოვანია, პროექტს კონსულტირებასაც თავად ქალბატონი ნინო უწევს.
პროექტისთვის მინიმუმ 12 და მაქსიმუმ 15 გადაცემა და ონლაინ-თამაში შეიქმნება.
ფინანსური მხარდაჭერის შემთხვევაში მის სრულად განხორციელებას ყველაზე ბევრი 6 თვე დასჭირდება