css
css
დავასრულეთ პროექტი “ვისწავლოთ ანბანი”
  • September 6, 2024

2022 წლის შემოდგომიდან მოყოლებული მთელი გუნდი თითქმის 2 წლის განმავლობაში აქტიურად ვმუშაობდით ამ პროექტზე, რომელიც 5-6 წლის ბავშვებისთვის არის გათვლილი. ეს სწორედ ის ასაკია, როცა პატარა შემეცნების სამყაროსკენ იწყებს სიარულს და წარმოიდგინეთ რამხელა ბედნიერებაა, როცა მას იქ სახალისო, გასართობი და ჯადოსნური გარემო დახვდება. 33 გადაცემისა და ონლაინ თამაშებისგან შემდგარი პროექტი ბავშვებს იმ მნიშვნელოვან მუხტს გადასცემს, რაც მათ ცხოვრებაში წარმატებისკენ გაცილებით მეტ ბიძგს მისცემს.  გადაცემაში მონაწილე პერსონაჟების ბეგო, ბეგი და მეგი მასწავლებლის დახმარებით პატარები ქართული ანბანის შესწავლის გარდა, ძალიან ბევრ საინტერესო ინფორმაციას მიიღებენ და რაც მთავარია  მათ საოცარი მუსიკალური ანიმაციები ელოდებათ, რომელიც კონკრტული გადაცემისთვის არის შექმნილი.  იხილეთ პროექტი  
გადაცემებში მიღებული ცოდნის გასამტკიცებლად ბავშვებს შეუძლიათ ონლაინ-თამაშებით ითამაშონ, რომელიც 9 წლის ირაკლიმ შექმნა. იხილეთ ბმული