ვახტანგ ჯინჯიხაძე
ვახტანგ ჯინჯიხაძე
პროექტის ავტორი

როდესაც შენი იდეის ირგვლივ ასეთი ადამიანები ერთიანდებიან, შეუძლებელია, რომ მან არ გაამართლოს. ამვე დროს, ჩემი,
როგორც მეთოჯინე-მსახიობის, ოპერატორისა და ვიდეო–მემონტაჟეს დებიუტიც შედგა. იმედია, ჩემს მიერ განსახიერებული ბეგო მოგეწონებათ!

ზალიკო სულაკაური
ზალიკო სულაკაური
მხატვარი

ადამიანი, რომელსაც ჭეშმარიტად ბავშვების საყვარელი მხატვარი შეიძლება ეწოდოს, ალბათ ეს იყო მთავარი მიზეზი, რომ ზალიკომ ბეგო და ბეგის პერსონაჟების ვიზუალური მხარე ასეთი სახით წარმოაჩინა.

ნათია ხმიადაშვილი
ნათია ხმიადაშვილი
მეთოჯინე მსახიობი

თბილისის თოჯინების თეატრის მსახიობი,  სულიერად და ფიზიკურად ლამაზი მანდილოსანი, რომელსაც საოცარი იუმორის გრძნობაც გააჩნია. მან ბეგის თოჯინას ის მნიშვნელოვანი ხასიათი მიანიჭა, რაც პროექტს ძალიან სჭირდებოდა.

ნათია შეშაბერიძე
ნათია შეშაბერიძე
გადაცემის წამყვანი

თბილისის თოჯინების თეატრის მსახიობი. პროფესიონალური უნარ–ჩვევების გარდა, მან ამ პროექტს საოცარად პოზიტიური  მუხტი შესძინა. დარწმუნებული ვარ, ბავშვებს მეგი მასწავლებელი ძალიან შეუყვარდებათ!

გია მაჭარაშვილი
გია მაჭარაშვილი
მუსიკოსი

იმღერების არანჟირების უბადლო ოსტატი, რომელმაც ჩემი სიმღერები არაჩვეულებრივად და ბაშვებისთვის ადაპტირებული ფორმით გააჟღერა.

ირაკლი
ირაკლი
თამაშების შემქმნელი

ჩემი შვილი, რომელსაც თავის დროზე ეს პროექტი მიეძღვნა, დღეს უკვე ჩვენი გუნდის სრულფასოვანი წევრი გახდა. იმედია, მისი შექმნილი თამაშები ბევრ სიხარულს მოუტანს ბავშვებს.