ვისწავლოთ ზაფხული

  
როცა მზე არის ყველაზე ცხელი,
ღამე მოკლდება და დღეა გრძელი,.
არდადეგები იწყება მაშინ,
ყველა ისვენებს დიდი თუ ბავშვი.

მზიანი ეს დრო სამი თვე ცხოვრობს.
ივნისი, ივლისი, აგვისტო ბოლოს.
მისი სახელი თქვენ იცით ყველამ,
აბა-რა ქვია, ვიმღეროთ ერთად!

ზაფხული, ზაფხული, ზაფხული.

ვისწავლოთ გაზაფხული

  
გაზაფხული როცა მოდის,
ხარობს მთელი სამყარო-
თბება მიწა, დნება თოვლი
მწვანე ფერი ნავარდობს.

ჩიტების სტვენა, ხალისი,
ბუნებას აღვიძებს.
მარტი, აპრილი, მაისი-
გაზაფხულის სამი თვე.

წელიწადის 4 დრო და თვეები

  
წელიწადის ოთხი დრო გვაქვს,
თავის დროზე ყველა მოვა:
ზამთარი და გაზაფხული,
ზაფხული და შემოდგომა.

ბუნება ლამაზად იცვლება ნელა,
ზამთარში ცივა, ზაფხულში ცხელა.
გაზაფხულს ახლავს ჩიტების სტვენა,
შემოდგომაზე-ფოთლების ცვენა.

ახლა დაგისვამ კითხვას ცოტა რთულს-
აბა, მითხარი, რამდენი თვე არის სულ?
კარგი რა, ბეგო, კითხვა არ არის ძნელი!
თორმეტ თვეს იტევს ყოველი წელი.

ძალიან კარგად პასუხი გაეცი კითხვას,
ახლა კიდევ რაღაც მინდა რომ მითხრა-
რამდენი თვე გრძელდება თითო დრო,
ამაზეც გამეცი პასუხი, ძალიან გთხოვ.

ამაზეც მარტივად პასუხს გაგცემ მე-
თითო დროსა აქვს სულ სამი თვე.
გმადლობთ, ირაკლი, მაშინ გვეყოფა უკვე,
ეს ყველაფერი ბავშვებმა გაიგეს უკეთ.

ვისწავლოთ სიმღერით

  

გამარჯობა, ბავშვებო, ყველას ჩვენი სალამი,
სიმღერით რომ ისწავლოთ, ძნელი სულაც არ არი,
მთავარია მოგვისმინეთ და ვიმღეროთ ერთად,
აქ ძალიან მაგარია, მოდით დარჩით ჩვენთან.

შინაური ცხოველები კატა, ძაღლი, ვირი.
ღამე მთვარე გვესალმება, მზე ამოვა დილით.
ორჯერ ორი არის ოთხი, სამჯერ ოთხი თორმეტი.
გაერთობით და ისწავლით არ გაუშვათ მომენტი.

ვისწავლოთ სიმღერით!
ვისწავლოთ სიმღერით!

ბევრნაირი ფორმა არის სამკუთხედი კვადრატი.
ხის მასალას იყენებენ, რომ მიიღონ ქაღალდი.
მანქანამ რომ იმოძრაოს, დაჭირდება საწვავი.
ოცდა ცამეტ ასოს იტევს მშობლიური ანბანი.

ბოლოს რაღაც უნდა გითხრათ, ჩემო მეგობრებო,
თქვენთანა ვართ ყოველთვის ირაკლი და ბეგო.

ვისწავლოთ სიმღერით!
ვისწავლოთ სიმღერით!

 

ვისწავლოთ ფერები

  

ჩვენი სამყარო გავიცნოთ უკეთ,
ფერების სწავლის დრო დადგა უკვე.

შავი, თეთრი, ვარდისფერი, მწვანე ფერი და ცისფერი,
ყვითელი და იის ფერი, ყავისფერი, ნაცრისფერი.

წითელი და ლურჯი ფერი, არ გამოგვრჩეს ოქროსფერი,
გავიხსენებ კიდევ სხვა ფერს, მაგალითად ნარინჯისფერს.

შავი კატა, თეთრი მტრედი, შოკოლადი ყავისფერი,
ძროხა შეჭამს მწვანე ბალახს და ვარდისფერ სიზმრებს ნახავს.

ფორთოხლის ხომ იცით ფერი, სწორია-ნარინჯისფერი;
ეს ყვავილი იის ფერი, მანქანის გზა ნაცრისფერი.

თუ წითელი არის ვაშლი, მოსაკრეფი არის მაშინ;
ოქროსფერი ცურავს თევზი, ცისფერი ცა არის ზევით.

ყვითელი მზე დილით ისევ, შუქით ყველას გააღვიძებს;
ლურჯ ავტობუსს ველოდებით მე და ჩემი მეგობრები.

როგორც ხედავთ, მარტივია, არ ყოფილა თურმე ძნელი;
თუ ფერები აირია, გაარჩიოთ უნდა წესით!

 ვისწავლოთ რიცხვები 

  

ერთი, ორი, სამი, ოთხი,
ხუთი, ექვსი, შვიდი, რვა,
მერე მოდის ცხრა და ათი-
ჩვენ ვისწალოთ უნდა თვლა.

ერთი ძროხა, ორი ძაღლი,
სამი თეთრი ბაჭია,
ოთხი კატა, ხუთი თაგვი,
ექვსი ჭია მაია,


შვიდი ფერის ცისარტყელა,
რვა გოგო, ცხრა ბიჭუნა,
ბოლოს ათი დარჩა დათვი,
ჩვენი ლექსიც დასრულდა.

ერთი, ორი, სამი, ოთხი,ხუთი,
ექვსი, შვიდი, რვა,
მერე მოდის ცხრა და ათი-
ჩვენ ვისწალეთ უკვე თვლა.