ჩვენი გუნდი 


პროექტის ავტორი - ვახტანგ ჯინჯიხაძე

როდესაც შენი იდეის ირგვლივ ასეთი ადამიანები ერთიანდებიან,
შეუძლებელია, რომ მან არ გაამართლოს. ამვე დროს, ჩემი,  
როგორც მეთოჯინე-მსახიობის, ოპერატორისა და ვიდეო–მემონტაჟეს
დებიუტიც შედგა. იმედია, ჩემს მიერ განსახიერებული ბეგო მოგეწონებათ!


 

გადაცემის წამყვანი - ნათია შეშაბერიძე

თბილისის თოჯინების თეატრის მსახიობი. პროფესიონალური უნარ–ჩვევების გარდა, 
მან ამ პროექტს საოცარად პოზიტიური  მუხტი შესძინა. დარწმუნებული ვარ,
ბავშვებს მეგი მასწავლებელი ძალიან შეუყვარდებათ!




მეთოჯინე მსახიობი - ნათია ხმიადაშვილი

 

თბილისის თოჯინების თეატრის მსახიობი,  სულიერად და ფიზიკურად ლამაზი მანდილოსანი,
რომელსაც საოცარი იუმორის გრძნობაც გააჩნია. მან ბეგის თოჯინას ის მნიშვნელოვანი ხასიათი მიანიჭა,
რაც პროექტს ძალიან სჭირდებოდა.

 

 


მხატვარი - ზალიკო სულაკაური

 

ადამიანი, რომელსაც ჭეშმარიტად ბავშვების საყვარელი მხატვარი შეიძლება ეწოდოს, 
ალბათ ეს იყო მთავარი მიზეზი, რომ ზალიკომ ბეგო და ბეგის
პერსონაჟების ვიზუალური მხარე ასეთი სახით წარმოაჩინა.



მუსიკოსი - გია მაჭარაშვილი


 სიმღერების არანჟირების უბადლო ოსტატი, რომელმაც ჩემი სიმღერები 
არაჩვეულებრივად და ბაშვებისთვის ადაპტირებული ფორმით გააჟღერა.



 

თამაშების შემქმნელი – ირაკლი


  ჩემი შვილი, რომელსაც თავის დროზე ეს პროექტი მიეძღვნა, დღეს უკვე ჩვენი გუნდის
სრულფასოვანი წევრი გახდა. იმედია, მისი შექმნილი თამაშები
ბევრ სიხარულს მოუტანს ბავშვებს.