კონტაქტური ზოოპარკი “ფაუნალენდი” აჭამე და მოეფერე!

კონტაქტური ზოოპარკი “ფაუნალენდი” აჭამე და მოეფერე!

ორი კვირის წინ ჩემი პატარა ბიჭი პირველად წავიყვანე კონტაქტურ ზოოპარკში “ფაუნალენდში”. გულახდილად გეტყვით, თავიდან ცოტა სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, ვერ წარმომედგინა, თუ ყოფილ კოლმეურნეობის ბაზრის ტერიტორიაზე შესაძლებელი იქნებოდა ზოოპარკის მოწყობა, მაგრამ იქ ნანახმა ჩემი გაოცება და აღტაცება გამოიწვია. რაც მნიშვნელოვანია, ნამდვილად არ მიგრძვნია ის უსიამოვნო სუნი, რაც ჩვეულებრივად ასეთ ადგილებზე იგრძნობა. ჩემი ბავშვის გარდა მეც დიდი სიამოვნება მივიღე, აქ  შეგიძლია შეეხო ცხოველს, მოეფერო და აჭამო კიდეც.
ძალიან მინდა, თქვენც წაიყვანოთ იქ ბავშვები და ის ემოციები განიცადოთ, რაც მე ჩემს შვილთან ერთად მივიღე.

კონტაქტური ზოოპარკის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციისთვის რამდენიმე კითხვით მის ხელმძღვანელს ქ-ნ მარინა მურჯიკნელს და კომერციულ დირექტორს ქ-ნ ვალერია იგნატოვას მივმართე.

რაში მდგომარეობს კონტაქტური ზოოპარკის იდეა?

მთავარი იდეა იმაში მგომარეობს, რომ ცხოველის ნახვის გარდა, შეგიძლია მას შეეხო, მოეფერო და აჭამო.
 

ეს სულ სხვა განცდა და ემოციაა, ვიდრე შორიდან აკვირდებოდე გალიაში ჩასმულ ცხოველებს. აქ ბავშვს შეუძლია, იგრძნოს ის, რაც ადამიანსა და ცხოველს ერთამანეთთან აკავშირებს. რაც მნიშვნელოვანია, აქ მოსვლა ნებისმიერ ამინდშია შესაძლებელი.

 

რას განიცდის ამ დროს ბავშვი?

სიხარული, გაოცება და აღტაცება - ამ სამი სიტყვით გამოვხატავდით ბავშვების ემოციებს.
 

და, რასაც ვაკვირდებით, აქედან ბავშვები სულ სხვა პოზიტიური ენერგიით დამუხტულნი მიდიან. ცხოველებთან ახლო ურთიერთობა დადებითად მოქმედებს პატარებზე. მათ უჩნდებათ მზრუნველობისა და პასუხისმგებლობის განცდა.


სამწუხაროდ, დღეს სულ უფრო და უფრო ნაკლები შეხება აქვთ ქალაქელ ბავშვებს სოფელთან, სადაც შინაურ ცხოველებთან ურთიერთობა მათზე ძალიან დადებით გავლენას ახდენს და მათში ადამიანური თვისებების განვითარებას ეხმარება
 

ბავშვი როცა ხელში აიყვანს წიწილას, რომელიც ძალიან ფაქიზია და ფრთხილად უნდა იყო, რომ არ ატკინო, ამ დროს პატარას მოფრთხილების და სიფაქიზის უნარ-ჩვევები უვითარდება. კიდევ ერთს დავამატებდით, რომ ბავშვი, რომელიც ცხოველთან ფაქიზ მოქცევას სწავლობს, მას საკუთარი მშობლების გაგებაც უფრო უადვილდება.
 

აქ მოსულ ზოგიერთ ბავშვს ხომ არ  ეშინია ცხოველების?

დიახ, ასეთი შემთხვევებიც არის. ეს განსაკუთრებით ქვეწარმავლებს ეხება, რომლებზეც მცდარი სტერეოტიპი ბავშვობიდან გვიყალიბდება. “უხსენებელი”  - ასეთი ნეგატიური ფრაზით გველებს მხოლოდ ჩვენთან მოიხსენიებენ, მაგრამ პატარა, როცა მას ახლოს ნახავს და შეეხება,

მიხვდება, რომ ის საშიში სულაც არ არის. გვინდა, სწორად გაგვიგოთ, სიფრთხილე და შიში ადეკვატურად უნდა იყოს ბავშვის მიერ აღქმული.  მთავარია, მშობლის რეაქცია. თუ დავინახავთ, რომ ბავშვს ცხოველების ეშინია, იგი მაშინვე არ უნდა მოვაშოროთ აქაურობას, სიტუაციის მიხედვით შევეცადოთ, რომ იგი შეეჩვიოს და გადალახოს შიში.

საქმე იმაში გახლავთ, რომ ადამიანისა და ცხოველის ურთიერთობა იმდენად ბუნებრივი პროცესია, რომ შიშიც აუცილებლად უნდა გადაილახოს.
 

ცხოველები თავს როგორ გრძნობენ?

იმის მტკიცება, რომ აქ ცხოველები ისევე გრძნობენ თავს, როგორც ბუნებრივ გარემოში, რა თქმა უნდა, აზრს მოკლებული იქნებოდა,

თუმცა ვცდილობთ,  რომ ცხოველებმა მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნონ თავი. აქ მოსულების ცხოველებისადმი პოზიტიური ენერგეტიკა მათზე დადებითად მოქმედებს და ისინიც ადვილად ეჩვევიან ადამიანებს. 


სამომავლოდ  რა გეგმები გაქვთ?

ჩვენ ვცდილობთ, რომ მუდმივად რაღაც სიახლეები შევიტანოთ ჩვენს კონტაქტურ ზოოპარკში. ახლახან მაიმუნი დაგვემატა.

პერიოდულად ბავშვებისთვის სხვადასხვა გასავითარებელი კონკურსებიც ეწყობა.

იხილეთ კონტაქტური ზოოპარკის ფეისბუკ-გვერდი.

ვახტანგ ჯინჯიხაძე

აღზრდის დროს დაშვებული 7 შეცდომა, რომელიც ბავშვებს წარმატების მიღწევაში ხელს უშლის

image

რატომ არ გვიჯერებენ ბავშვები?

image

იდეალური ბავშვი-ეს შესაძლებელია?!

image

ზალიკო სულაკაური - ბავშვს ხატვა ბედნიერებას უნდა ანიჭებდეს

image

რას ამბობენ მშობლები და როგორ ესმით ეს ბავშვებს

image

მარია მონტესორის 19 მცნება მშობლებისთვის

image