“განტევების ვაცი”, “კონკია”, “ოჯახის კერპი” და ბავშვების სხვა როლები

“განტევების ვაცი”, “კონკია”, “ოჯახის კერპი” და ბავშვების სხვა როლები

ბავშვი-ინდივიდუალური და განსაკუთრებული არსებაა.  სოციალურ სამყაროში მას ბუნებრივი როლები უნდა გააჩნდეს, რომლებიც ნათესაურ ურთიერთობებზეა დაფუძნებული: შვილის, შვილიშვილის, ძმის ან დის როლი. თუმცა, საკმაოდ ხშირად მშობლები თავის შვილებს სხვა როლებსაც ანიჭებენ. მოდით, იმ როლებზე ვისაუბროთ, რომლებსაც შვილები ისეთ ოჯახებში თამაშობენ, სადაც არაჯანსაღი ურთიერთობები არსებობს.

ოჯახის კერპი
 

ეს ყველაზე გავრცელებული როლია. ბავშვი როგორც არ უნდა იქცეოდეს, ის უფროსების მხრიდან ყოველთვის აღფრთოვანებას და მოწონებას იმსახურებს.  ყოველი მისი ახირება უპირობოდ კმაყოფილდება, ხოლო ის ადამიანი, რომელიც ამ ბავშვის შესაძლებლობებით დიდად ვერ მოიხიბლება, მაშინვე ოჯახის წევრების მხრიდან უკმაყოფილებას იწვევს. მთელი ოჯახის ცხოვრება ამ ბავშვზეა დამყარებული და  ყველა აფიქსირებს, რომ მხოლოდ მისთვის არსებობენ.

ერთის მხრივ, ბავშვისადმი სითბო და სიყვარული ბუნებრივი მოვლენაა, მაგრამ რამდენად გამართლებულია ასეთი გადამეტებული დამოკიდებულება? სიყვარული ბავშვის აღზრდას არ უნდა გამორიცხავდეს. უმეტეს შემთხვევაში არასწორი საქციელის გამო საყვედური ბავშვისათვის აუცილებელია. მაგრამ მშობლები ამაზე არ ფიქრობენ, როცა ბავშვის კაპრიზებს, უხეშობასა და უზრდელობას მშვიდად უყურებენ. ისინი ბავშვის ცუდ საქციელს თავისებურად ხსნიან:

დაუკითხავად იღებს ნივთებს - ის ძალიან ცნობისმოყვარეა;

უფროსებს ენას უტლიკინებს - საკუთარ თავს უკვე მოზრდილ ადამიანად აღიქვამს;

თანატოლებთან ჩხუბი მოსდის - საკუთარი თავის შესაფერისს ვერ ხედავს;

არავის უსმენს - ენერგიული ბავშვია;
ცუდად სწავლობს - მასწავლებლები ვერ უხსნიან ნორმალურად;

სკოლაში და ბაღში ცუდად იქცევა - იქ ბავშვი მოწყენილია.

ამავე დროს ბავშვისადმი ისეთ აღფრთოვანებას გამოხატავენ, რომ ის უფრო უარესად იქცევა. ალბათ, საზოგადოებრივ ადგილებში ხშირად შეგინიშნავთ ცუდად გაზრდილი ბავშვები, მაგრამ უფრო მეტ გაკვირებას არა ისინი, არამედ მათი მშობლების რეაქცია იწვევს.

დედის “მარგალიტი”


“მარგალიტი” შეიძლება იყოს როგორც დედის, ისე მამის, ბებიის ან ბაბუის.  “ოჯახის კერპსა” და მას შორის ის განსხვავებაა, რომ ბავშვი “მარგალიტი” არის კონკრეტული უფროსისასთვის. ამ მოვლენის ფსიქოლოგიური მიზეზი ოჯახის თავისებურებაში უნდა ვეძიოთ.  მაგალითად, დედა, რომელსაც ოჯახური ცხოვრება არ აკმაყოფილებს, ბავშვზე დაუხარჯავ სიყვარულს ანთხევს; ბებია, რომელიც საკუთარი თავის რეალიზაციას ოჯახის გარეთ ვეღარ ახერხებს, თავის ცხოვრებას შვილიშვილს უძღვნის. ამ ყველაფრის შედეგად ბავშვი კონკრეტული უფროსის გვერდით თამამდება.  ეს უფროსი ბავშვს ყოველთვის ამართლებს და იცავს. აშკარაა, რომ ამის გამო კონფლიქტური სიტუაციები იქმნება ოჯახში. ამავე დროს ერთგვარი მოკავშირეობა იქმნება: ბებია და შვილიშვილი მშობლების წინააღმდეგ, მამა და ქალიშვილი დედის წინააღმდეგ და სხვ. “დედიკოს ბიჭები”, “მამიკოს გოგოები” - ეს არამარტო სიყვარულის გამოვლენაა, არამედ მეორე მშობლისგან ბავშვის იზოლირებაც ხდება,  რასაც კონფლიქტები, ოჯახის გახლეჩა და ბავშვის ფსიქიკის გაორება მოსდებს.  ბავშვში ისეთი თვისებები ყალიბდება, როგორიცაა გაიძვერობა, ფარისევლობა და ეშმაკობა. ზნეობრიობასა და ოჯახის კეთილდღეობაზე ლაპარაკიც ხომ ზედმეტია.

დამჯერი


ზოგიერთი მშობელი ბავშვს “თავს ახვევს” “დამჯერის” როლს, ადრეული ასაკიდანვე მას დამჯერ და სანიმუშო ბავშვად ზრდის, მისგან წესების უპირობო შესრულებას ითხოვენ, “ზეთავაზიანობა” წახალისდება და ბავშვი ამ ამპლუას ირგებს.

არავის აინტერესებს, თავად ბავშვისათვის ასეთი როლი რამდენად მისაღებია; ეს მისი არჩევანია, თუ როგორც გაწვრთნილი საცირკო ძაღლი, თავის ილეთებს ასრულებს, რათა არ დასაჯონ.  ბავშვი - პიროვნებაა, რომელსაც საკუთარი სურვილები და მიზნები გააჩნია. მას ახასიათებს სიჯიუტე, სიცელქე,  სხვებისთვის მოულოდნელი ქმედებები, ხოლო როცა ამ ყველაფერს ვუკრძალავთ, შეიძლება მოხდეს შემდეგი :

  • მორჩილი ბავშვიდან სრულიად დაუმორჩილებელ არსებად გადაიქცეს;

  • ქცევების მყისიერი ცვლილება (მაგ. ნარკოტიკებისადმი მიდრეკილება).

  • შემოქმედებითი უნარის დაკარგვა

დამჯერი ბავშვის როლს ხშირად ისეთ ოჯახებში თამაშობენ, სადაც მშობლებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პრესტიჟი. ამას სხვა პრობელმისკენ მივყავართ - პატარობიდანვე ბავშვი ჰიპერსოციალური ხდება (მას გაძლიერებულად აკვირდებიან, რათა ყველა საზოგადოებისთვის მიღებული ნორმები შეასრულოს).

განტევების ვაცი


“განტევების ვაცს” უწოდებენ იმ ბავშვს, რომელსაც ოჯახში ყველაფერს აბრალებენ, მასში მხოლოდ უარყოფითს ხედავენ და მცირე გადაცდომასაც არ პატიობენ.
მიზეზი, რის გამოც ბავში ოჯახში “განტევების ვაცის” როლს თამაშობს, შეიძლება იყოს მრავალი:
ხშირად ასეთ როლს თამაშობენ ბავშვები, რომლებიც იმ ოჯახში გაჩდნენ , სადაც ჯერ მორალურად ამისთვის არ იყვენენ მზად. მათი ჩვეული ცხოვრების რითმი დაირღვა:  ისინი იღლებიან, განიცდიან ფინანსურ სიძნელეებს, ჩხუბობენ და იმის ნაცვლად რომ მიზეზი საკუთარ თავში ეძებონ, ისინი გაუცნობიერებლად ამაში  შვილებს ადანაშაულებენ.  დროისა და პრობელემების ცვილებების მიუხედავად, მათი შვილებისადმი დამოკიდებულება უცვლელი რჩება. ასეთ ოჯახში ხშირად მოისმენთ შემდეგ ფრაზებს: “შენ ყოველთვის ხელს მიშლი”, “შენს გამოა ეს პრობლემები!”, “უმადურო!”, “ყოველთვის ფეხებში მებლანდები!”, “მადლობა თქვი, რომ გაგზარდე!”.  “განტევების ვაცი” შეიძლება ინტელექტუალურ ოჯახშიც აღმოჩნდეს, რომელიც საზოგადოების თვალში ცდილობს წარმატებულ და სანიმუშო ოჯახად გამოიყურებოდეს . “განტევების ვაცად” შეიძლება გახდეს ჯიუტი ბავშვი. შესაძლოა ის განსაკუთრებულს არაფერს აშავებდეს, მაგრამ ვერ ჯდება იმ ნორმებში, რომელიც ამ ოჯახშია დაკანონებული.

არსებობს კიდევ ერთი მიზეზი - ოჯახში არსებული დაძაბული ურთიერთობა. როცა ოჯახის წევრები მუდმივად ჩხუბობენ ერთმანეთში და ამ შემთხვევაში მათ სჭირდებად ერთგვარი მეხსარიდი, რომელიც ყველა ნეგატიურ ემოციას საკუთარ თავზე მიიღებდა. ასეთი “მეხსარიდი”  გახდება ოჯახის წევრი, რომელიც არ მონაწილეობს კონფლიქტებში - ანუ ბავშვი.

როცა ბავშვი “განტევების ვაცი” ხდება, არავის აინტერესებს, რომ მას გულწრფელად უყვარს თავისიანები: მას ბავშვობიდან ასწავლიან, რომ თავისი არსებობა მთელი ცხოვრება უნდა გამოიმუშაოს.
სრულიად ბუნებრივია, რომ საბოლოოდ ეს ბავშვს გააბოროტებს. თუ პატარა ზნეობრივია, მაშინ მსგავსი დამოკიდებულება მასში არასრულფასოვენების კომპლექსს და საკუთარი თავისადმი ნეგატიურ დამოკიდებულებას შეუქმნის. რაც ზოგჯერ სუიციდითაც მთავრდება.
შემცირებული თვითშეფასება, ადამიანებისადმი უპატივცემულობა, გაბოროტება, რომელიც აგრესიამდე მიდის - აი, მხოლოდ რამდენიმე თვისება, რომელიც “განტევების ვაცის” როლის მქონე ბავშვებს უვითარდებათ.

კონკია


ხშირად ოჯახში უფროს შვილს ოჯახში საკმაოდ ბევრ ფუნქციებს აკიდებენ ხოლმე. რა თქმა უნდა, უფროსი შვილი უნდა ეხმარებოდეს მშობლებს, მაგრამ ზოგჯერ ის ოჯახის მოსამსახურეს ემსგავსება. ბავშვს არა მარტო გარკვეული ოჯახური ვალდებულებები აქვს ჩაბარებული (სახლის დალაგება, ჭურჭლის გარეცხვა), პატარას ბავშვობას ართმევენ. მას არ შეუძლია სეირნობა, მიიღოს დამატებითი განათლება, გააჩნდეს ჰობი. მისი თავისუფალი დრო გაკვეთილების შესრულებასა და ოჯახურ საქმიანობაზეა განაწილებული.

შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ასეთი “ფუნქცია” ბავშვში პასუხისმგებლობის განცდას გააძლიერებს. რა თქმა უნდა, მაგრამ ამასთან ერთად დაემატება არასრულფასოვნების განცდა, თვითდაურწმუნებლობა,  შებოჭილობა, დამოუკიდებლობის არქონა. ასეთ ბავშვებს სოციუმთან ადაპტირება უჭირთ, რადგან თავიანთი ოჯახის გარდა სხვა ვერაფერს ხედავენ. ბუნებრივია, მათ თანატოლებთან ურთიერთობაშიც პრობლემები ექმნებათ.

ხშირად სკოლის დამთავრებისას ბავშვები მშობლებისთვის “მომსახურე პერსონალად” ყოფნას აგრძელებენ. უფროსები მას შთააგონებენ, რომ ოჯახს მათი დახმარება სჭირდება.
სამწუხაროდ, “ზღაპარი კონკიაზე” მათ ცხოვრებაში კარგი დასასრულის გარეშე ვითარდება. როგორც წესი, ასეთი ბავშვები მომავალში უბედურ პიროვნებებად ყალიბდებიან, საოჯახო უნარ-ჩვევების ცოდნის მიუხედავად, ისინი არ ქმნიან საკუთარ ოჯახს და მშობლებთან ცხოვრებას აგრძელებენ, თან სულ უფრო უარყოფითი ემოციებით იმუხტებიან.

ზემოთ განხილულ შეცდომებს მშობლები სრულიად გაუცნობიერებლად უშვებენ. მათ მტკიცედ სჯერათ, რომ ყველაფერს საკუთარი შვილების კეთილდღეობისთვის აკეთებენ.

ნორმალურ, ჩამოყალიბებულ ოჯახში როლების თავზე მოხვევა არ ხდება. ბავშვი ცუდი საქციელის გამო ისჯება, ოჯახურ საქმეებსაც ავალებენ, მაგრამ ამასთან ერთად ის ყოველთვის უყვართ. ეს არის მთავარი. ხოლო გიყვარდეს   -  ნიშნავს, რომ მიიღო და აღიარო შენი პატარა.
 

თარგმნილია STUDIO WEBGEORGIA-ს მიერ. იხილეთ წყარო 

ბავშვის აღზრდა იმას არ ნიშნავს, რომ ავუხსნათ როგორ იცხოვროს.

image

იანუშ კორჩაკის 10 მცნება

image

შეცდომები, რომლებსაც მშობლები ოჯახის დანგრევის შემდეგ უშვებენ.

image

ექიმი კომაროვსკის გენიალური ციტატები

image

რას ამბობენ მშობლები და როგორ ესმით ეს ბავშვებს

image

სურათის ემოციები ფოტოგრაფის განწყობაზეა დამოკიდებული...

image