ბავშვის აღზრდა იმას არ ნიშნავს, რომ ავუხსნათ როგორ იცხოვროს.

ბავშვის აღზრდა იმას არ ნიშნავს, რომ ავუხსნათ როგორ იცხოვროს.

იხილეთ ცნობილი ფსიქოლოგის მიხეილ ლაბკოვსკის რჩევები ბავშვის აღზრდისა და ნდობის მოპოვების მიმართულებით

ბავშვების აღზრდის შესახებ ლექციებს, ოჯახში ურთიერთობებთან დაკავშირებულ ფსიქოლოგებისა და პედაგოგების რჩევებს სარგებელი მხოლოდ მაშინ ექნება, თუ თავად ეს მშობლები ფსიქოლოგიურად სულ მცირე გაწონასწორებულნი მაინც არიან.

თუ უბედური ხართ, თქვენ ბავშვს ბედნიერს ვერ გაზრდით, ხოლო თუ მშობლები ბედნიერნი არიან, განსაკუთრებული ძალისხმევა არც არის საჭირო.

ბევრ მშობელს მიაჩნია, რომ პრობლემები მხოლოდ მათ შვილებშია. ამავე დროს უკვირთ, რომ ერთ ოჯახში ორი სრულიად განსხვავებული ბავშვი იზრდება: ერთი საკუთარ თავში დარწმუნებული და ყველაფერში წარმატებული, ხოლო მეორე - დაკომპლექსებული, ხელმოცარული, რომელიც მუდმივად მოთქვამს, წუწუნებს და აგრესიულია. ეს ნიშნ
ავს, რომ ბავშვები ოჯახში არსებულ სიტუაციას განსხვავებულად აღიქვამდნენ.

ზრუნვა იმაზე, რომ ბავშვს ეცვას, ეხუროს და დანაყრებული იყოს, - ეს აღზრდა არ არის. სამწუხაროდ, ბევრ მშობელს მიაჩნია, რომ ბავშვისთვის მხოლოდ ზრუნვაა საკმარისი.

პატარას როგორც ბავშობაში მოექცევით, ის თქვენ სიბერეში ანალოგიურად მოგექცევათ.

ბავშვის გაჩენა თქვენთვის საოცრების ტოლფასია, თქვენ გიხარიათ და ბედნიერებას განიცდით, რომ გახდით მშობელი, ყველაფერს აკეთებთ იმისთვის, რომ ბავშვმა კარგად იგრძნოს თავი, მისი ყოველი წვრილმანი გახარებთ… და აი, ის 6 ან 7 წლის გახდა. მასსა და თქვენ შორის დგება სკოლა. თითქოს სამხედრო კომისარიატიდან მოვიდა ოფიცერი და მისი განდევნა უნდა სახლიდან. თუმცაღა, სინამდვილეში საშინელი არც არაფერი ხდება… მან უნდა იაროს სკოლაში, შეძლებისდაგვარად მიიღოს შესაბამისი განათლება, ისწავლოს ურთიერთობა, გაიზარდოს. ეს ბუნებრივი პროცესია.

სკოლამ ბავშვს პირველ რიგში ცხოვრება უნდა ასწავლოს, შემდეგ უკვე მათემატიკა და ლიტერატურა. სკოლაში ბავშვმა პრაქტიკული უნარ-ჩვევები უნდა მიიღოს: ააწყოს ურთიერთობა, პასუხი აგოს საკუთარ ქცევებზე, თავად მოაგვაროს პრობლემები, ისწავლოს დროის განაწილება. ყოველივე ეს ზრდასრულ ასაკში მას საკუთარი თავის პოვნაში დაეხმარება.

ბავშვის ძლიერი განცდა დაბალი ნიშნის მიღების გამო - ეს მხოლოდ მშობლის რეაქციის სარკისებრი ანარეკლია

იმ შემთხვევაში, თუ მშობელი ბავშვის რაიმე წარუმატებლობაზე მშვიდათ რეაგირებს, იღიმება და ბავშვს ეუბნება: “ჩემო ძვირფასო, ნუ დაღონდები, შენ ყველაფერი გამოგივა!”, ამ შემთხვევაში ბავშვი მშვიდი და სტაბილურია, ხოლო რაღაც პერიოდის შემდეგ იგი თავის ნაკლოვანებებს ნელ-ნელა გამოასწორებს და ისეთ საქმეს ნახავს, სადაც ის წარამატებული აღმოჩნდება..

თუ დაწყებით სკოლაში ბავშვი შესაბამის პროგრამას თავს ვერ ართმევს და თქვენ ბავშვთან ერთად გაკვეთილების მომზადებაში აქტიურად ერევით, ამ შემთხვევაში გახსოვდეთ, პრობლემა არა ბავშვში, არამედ იმ საგანმანათლებლო დაწესებულებაშია, სადაც იგი სწავლობს. როგორც წესი, იქ მთავარი აქცენტი მშობლის ამბიციებსა და პრესტიჟზე კეთდება, რათა უფრო მეტი თანხა გადაიხადონ მშობლებმა, ხოლო ბავშვზე ზრუნვა მეორე ხარისხოვანი ხდება. რთული-არ ნიშნავს უკეთესს! ბავშვი არ უნდა გადაიტვირთოს და მუდმივად არ უნდა ცდილობდეს დაეწიოს პროგრამას, რომელიც პედაგოგებმა შეადგინეს. ეს პროცესი მუდმივად მშობლებისა და რეპეტიტორების დახმარებას ითხოვს. პირველ კლასში საშინაო დავალებების მომზადებაზე მხოლოდ 15-დან 45 წუთი უნდა იხარჯებოდეს..

ბავშვი დასჯა შეიძლება და ზოგჯერ აუცილებელიც არის. მაგრამ საჭიროა ბავშვი მისი ქმედებებისგან მკაფიოდ გავმიჯნოთ. მაგალითად, ბავშვს მოელაპარაკეთ, რომ თქვენ მოსვლამდე ის გააკეთებს გაკვეთილებს, შეჭამს და დაალაგებს. და, აი, თქვენ ბრნდებით სახლში და რას ხედავთ - საჭმელი ხელუხლებელია, სახელმძღვანელოები დახურულია, იატაკი ქაღალდებით არის მოფენილი და თქვენი შვილი პლანშეტით თამაშობს. ამ სიტუაციაში მთავარია, თავი ხელში აიყვანოთ, ნუ დაუწყებთ ყვირილს; ყოველგვარი აგრესიის გარეშე მიუახლოვდით, გაუღიმეთ, მოეხვიეთ და უთხარით: “მე შენ ძალიან მიყვარხარ, მაგრამ პლანშეტს დაემშვიდობები”...

მცირე ჯიბის ფული ბავშვს 6 წლიდან შეგიძლიათ რეგულარულად მისცეთ, რომელსაც ის თავად განკარგავს და მნიშვნელოვანია, რომ ფული მანიპულაციის იარაღად არ იქნეს გამოყენებული. არ შეიძლება მუდმივი კონტროლი, თუ რაში ხარჯავს ბავშვი ფულს და, რაც მთავარია, ფულის ოდენობა ბავშვის მოსწრებულობის ხარისხთან ერთად არ უნდა იზრდებოდეს.

ბავშვის ნაცვლად ნუ გაივლით მის ცხოვრებას, თქვენი გადასაწყვეტი არ არის მან რა უნდა აკეთოს, მის ნაცვლად პრობლემებს ნუ აგვარებთ. ნუ აკნინებთ საკუთარი ამბიციებით, მოლოდინებითა და მითითებებით. თქვენ ხომ დაბერდებით, მერე როგორ უნდა იცხოვრონ?

ცივილურ სამყაროში უნივერსიტეტებში სასწავლებლად ყველაზე ჭკვიანები და მდიდრები მიდიან. სხვები მიდიან სამუშაოდ, რომ უმაღლესი განათლებისთვის ფული იშოვონ. მაგრამ რა ხდება ჩვენთან?

ბავშვს მუდმივად თუ მეურვეობენ - მან არ იცის, რას ნიშნავს საკუთარ ქცევებზე აიღოს პასუხისმგებლობა, ინფანტილური რჩება და როგორც კი საშუალება მიეცემა, ნებისმიერ აკრძალვას დაარღვვევს. ბავშვი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ის ოჯახში უყვართ, პატივს სცემენ, ენდობიან და ანგარიშს უწევენ. ამ შემთხვევაში ის “ცუდ წრეში” არ მოხვდება და მრავალ ცდუნებას გვერდს აუვლის.

ადრე ვამბობდი, რომ სწავლა თუნდაც იმიტომ არის აუცილებელი, რომ გონებრივი შრომა გაცილებით მეტად ანაზღაურდება, ვიდრე ფიზიკური. თან ეს უფრო მეტ შანს იძლევა, რომ საყვარელი საქმე აკეთოთ.

მოზარდის ოთახში ანგრეულობა მის შინაგან ქაოსურ მდგომარეობას გამოხატავს.

აღზარდო - იმას არ ნიშნავს, რომ ასწავლო, თუ როგორ უნდა იცხოვროს. ბავშვები მხოლოდ ანალოგიის შესაბამისად ვითარდებიან. რა შეიძლება და რა არა, როგორ ჯობია მოქცევა… ამ ყველაფერს ბავშვი არა მშობლების სიტყვებიდან, არამედ მათი ქცევებიდან სწავლობენ. ცოტა მარტივად რომ წარმოვიდგინოთ,  ის მამა, რომელიც თავის შვილს უმტკიცებს, რომ დალევა მავნებელია, ხოლო თავად ყოველ ღამე არყით თვრება, შვილს ალკოჰოლიზმისკენ უბიძგებს.

ბავშვებთან უმჯობისია, ვისაუბროთ ცხოვრებაზე და არა იმაზე, თუ როგორ უნდა იცხოვრონ. იმ შემთხვევაში, თუ მშობელს ბავშვთან მხოლოდ პრობლემებზე შეუძლია საუბარი, მაშინ მას თავად აქვს პრობლემა.

თუ ბავშვი უფროსებით მანიპულირებას ცდილობს - მას უბრალოდ ნევროზი აქვს და უმჯობესია, ამისი მიზეზი ვეძებოთ. ჯანსაღი ადამიანები მანიპულაციის ნაცვლად პრობლემებიდან გამოსავალს ეძებენ და სწორხაზოვნად მოქმედებენ.

ბავშს ნუ გააკრიტიკებთ და მის პიროვნულ თვისებებს ნუ შეეხებით. ჯობია არა მასზე, არამედ თქვენზე ისაუბროთ. არა შენ ხარ ცუდი, არამედ მე ვფიქრობ, რომ შენ ცუდად მოიქეცი. გამოიყენეთ შემდეგი ფორმულირება: “მე არ მომწონს, როდესაც შენ...”, “მე ვისურვებდი, რომ შენ….”. ნაკლები კრიტიკა და მეტი კონსტუქციული დიალოგი და პოზიტივი.

ბავშვი უნდა გრძნობდეს, რომ მშობლები კეთილი და ამავდროულად ძლიერი პიროვნებები არიან. რომლებსაც მისი დაცვა შეუძლიათ. მართალია, ისინი ყველა სურვილს არ შეუსრულებენ, მაგრამ ყოველთვის მისი ინტერესების გათვალისწინებით იმოქმედებენ და, რაც მთავარია, მათ ის ძალიან უყვართ.

თარგმნილია STUDIO WEBGEORGIA-ს მიერ. იხილეთ წყარო


ბავშვის ნიჭი თუ მშობლის ახირება...

image

კონტაქტური ზოოპარკი “ფაუნალენდი” აჭამე და მოეფერე!

image

რატომ არ გვიჯერებენ ბავშვები?

image

ბედნიერი თუ ყველასგან გამორჩეული ბავშვი

image

“განტევების ვაცი”, “კონკია”, “ოჯახის კერპი” და ბავშვების სხვა როლები

image

ზალიკო სულაკაური - ბავშვს ხატვა ბედნიერებას უნდა ანიჭებდეს

image