ექიმი კომაროვსკის გენიალური ციტატები

ექიმი კომაროვსკის გენიალური ციტატები

ევგენი კომაროვსკი - ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე არსებულ პედიატრებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ავტორიტეტულია. იგი მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, ტელეწამყვანი და ბავშვის მოვლის შესახებ 15 წიგნის ავტორია. კომაროვსკი ბავშვის აღზრდის და ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას ყველასთვის გასაგები ფორმით გადმოგვცემს.

ზრდასრული ადამიანების 100%-მა იცის როგორ გააჩინოს ბავშვი, მაგრამ ამავე დროს, მათ  99%-მა არ იცის ბავშვს როგორ მოექცნენ.

დედის ფსიქოლოგიური კეთილდღეობის უზრუნველყოფა, რომელიც ბავშვს უვლის, მამის უმთავრესი ამოცანაა. სწორედ მამაა ვალდებული, რომ ირგვლიმყოფებთან დაალაგოს ურთიერთობა.

ბედნიერი ბავშვი - უპირველეს ყოვლისა უნდა იყოს ჯანმრთელი და მხოლოდ ამის შემდეგ უცხო ენებისა და ვიოლინოზე დაკვრის მცოდნე.

ბედნიერია ბავშვი - რომლის მშობლებსაც დრო არა მარტო მისთვის, არამედ ერთმანეთისთვისაც აქვთ გამოყოფილი.

პედიატრების რაოდენობითა და ხარისხით ბავშვის ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარება შეუძლებელია, რადგან ეს პირველ რიგში მშობლებზეა დამოკიდებული.

ბავშვს ვალი არავის წინაშე არ გააჩნია.

ისეთ მშობლებს, რომელთა შვილებიც ხშირად ავადმყოფობენ, ვურჩევ, შეიძინონ ძაღლი, რაც ბავშვთან ერთად დღეში ორჯერ მაინც გასეირნების საბაბს იძლევა.

თქვენი პატარა თუ მთელი წელი ავადმყოფობდა, ვერ სეირნობდა და ამის გამო იტანჯებოდა. აგარაკზე (სოფელი ქალაქისგან 30 კმ-ით დაშორებული, ტყე, მდინარე) გამგზავრება გაცილებით უფრო სასარგებლოა, ვიდრე ხმელთაშუა ზღვის რომელიმე სანაპიროზე დასვენება, თუნდაც ეს ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო იყოს.

ნორმალური ბავში უნდა იყოს - გამხდარი და აქტიური.

დარწმუნებული ვარ, ბავშვების უმეტესობა ჯანმრთელები იბადებიან, მაგრამ მშობლები და მედიცინის მუშაკები მათ ამის შანსს ართმევენ.

ბავშვის ერთჯერადი საფენის არსი და იდეოლოგია შემდეგში მდგომარეობს: “პამპერსი” ბავშვს არ სჭირდება! ის დედას ცხოვრებას უმარტივებს!

ამ ქვეყნად მოვლენილი ჩვილი ისეთივე ბიოლოგიური ობიექტია, როგორიც ლომის ბოკვერი ან მგლის ლეკვი. ამიტომ სიცოცხლის დასაწყისშივე მშობლის მთავარი ამოცანაა, რომ მას ბიოლოგიური საწყისი არ დავუკარგოს, რათა შემდგომში მას სოციალური განვითარების შესაძლებლობა ჰქონდეს.

ყველაზე მთავარი - ჯანმრთელი და ბედნიერი ოჯახია. ოჯახმა უნდა იცხოვროს არა ბავშვის, არამედ ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე. ვერ წარმომიდგენია, რომ ჩემს ბავშვს შოკოლადის ფილა აჩუქონ და მან ის სამ ნაწილად არ გაანაწილოს.

მნიშვნელოვანია, რომ შენ ამ სამყაროს ცენტრს არ წარმოადგენ. ჩვენ, ოჯახი - ეს არის სამყაროს ცენტრი. კარგი ადამიანები ყველასთან კარგად იქცევიან. უწილადე შვილს კარგი-ხასიათი, საკვები, ნივთები და ნუ იწუწუნებ.

თარგმნილია STUDIO WEBGEORGIA-ს მიერ. იხილეთ წყარო  

 

როგორ გავხდეთ შვილისთვის ავტორიტეტი?

image

დათვური სამსახური: როდის არ უნდა მივეხმაროთ ბავშვს?

image

“განტევების ვაცი”, “კონკია”, “ოჯახის კერპი” და ბავშვების სხვა როლები

image

ბავშვი უნდა გაზარდოთ და არა აღზარდოთ

image

ზალიკო სულაკაური - ბავშვს ხატვა ბედნიერებას უნდა ანიჭებდეს

image

ბავშვის ნიჭი თუ მშობლის ახირება...

image