ბავშვი უნდა გაზარდოთ და არა აღზარდოთ

ბავშვი უნდა გაზარდოთ და არა აღზარდოთ

ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორმა იულია გიპენრეიტერმა იცის მშობლები და ბავშვები  როგორ გახდნენ ბედნიერები. ეს ქალბატონი საკუთარ გამოცდილებას ლექციებზე, წიგნებში, სემინარებსა და პუბლიკაციებში გვიზიარებს. მოდით, ამ უნიკალური ადამიანის იმ 17 გამონათქვამს გავეცნოთ, რაც ჩვენი შვილების უკეთ გაგებაში დაგვეხმარება.

აღზრდის შესახებ
ბავშვის აღზრდა - ეს წვრთნის პროცესი არ არის. მშობლები იმისთვის კი არ არსებობენ, რომ ბავშვს პირობითი რეფლექსები გამოუმუშავონ.

მე არ მიყვარს სიტყვა “აღზრდა”, ის ხშირად ისეთ ქმედებებთან ასოცირდება, როგორებიცაა: ძალის დატანება, დაძალება, მოთხოვნა, გაკონტროლება, შემოწმება. ამიტომ უკეთესია, გამოვიყენოთ სიტყვა “გაზრდა”.  დავეხმაროთ ბავშვს, რომ გაიზარდოს და ამ სამყაროში დამოუკიდებლად ცხოვრება შეძლოს.

გაიხსენეთ მიქელანჯელოს ფრესკა: ღმერთი ქმნის ადამს. მათი ხელები საცაა ერთმანეთს შეეხებიან; ღმერთის მასიური ხელი ადამის გაშვერილი ხელისკენ არის მიმართული. უფროსი - სიბრძნის, ცოდნის და ეთიკური პრინციპების მატარებელია და ის ამ ყველაფერს საკუთარ შვილს გადასცემს.

როცა ბავშვი გაიზრდება და დამოუკიდებლად ცხოვრებას შეძლებს, უფროსმა თავისი ხელი უკან უნდა წაიღოს, რადგან შვილის ხელმა უკვე საკუთარი ძალა შეიძინა. ის ინდვიდი და პიროვნებაა. მშობლის მისია ამითი იწურება. ამის შემდეგ მხოლოდ მშობლისა და შვილის პირადი გრძნობები, სიყვარული და მეგობრობა რჩება.

ურჩობის შესახებ
ურჩობა - ერთადერთია, რასაც ბავშვი მისდამი არასწორ დამოკიდებულებას უპირისპირებს.

გავაბრაზო, რათა ყურადღება მივიპყრო-ბავშვისთვის ტიპური საქციელია.

მოზარდთა მოდა ჩუტყვავილას მსგავსია - ბევრ ბავშვს ის იოლ ან მძიმე ფორმებში ხვდება, ხოლო რამდენიმე წლის შემდეგ ამ პერიოდის გახსენებისას მათ თავად ეცინებათ. ღმერთმა არ ქნას, რომ  იმ პერიოდში მშობელი - შვილთან ხანგძლივ კონფლიქტში შევიდეს.

დისციპლინა მხოლოდ კეთილი  ურთიერთობების დამყარების შემდეგ უნდა ხდებოდეს.

თქვენი ბავშვი უარყოფით გამოცდილებასაც საჭიროებს. რა თქმა უნდა, თუ ეს, მის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას არ შეუქმნის საფრთხეს. ბავშვს საშუალება მიეცით, რომ მისი ქმედებების ან უმოქმედობის უარყოფითი შედეგები ნახოს და იგრძნოს. მხოლოდ ამის შემდეგ ის იწყებს პიროვნულ ზრდას და ხდება შეგნებული.

ბავშვები ხშირად ფიქრობენ, რომ მათი მშობლები ხელმიუწვდომელნი არიან, რადგან ისინი მათთან საკუთარ თავზე საერთოდ არ საუბრობენ. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ხანდახან ბავშვთან ვისაუბროთ იმაზე, რასაც ვგრძნობთ: “იცი, მე მეწყინა ამისი მოსმენა”.  დასკვნებს ის თავად გააკეთებს. მთავარია-ვიყოთ გულწრფელნი და მათი გრძნობებით მანიპულაცია არ მოვახდინოთ.

თვითშეფასების შესახებ
ბავშვის თვითშეფასება მისი ქმედებებით იზომება. კარგად ვსწავლობ ან დედას ვეხმარები - მე მაგარი ვარ. ბავშვისთვის მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი თავისადმი დადებითი დამოკიდებულება ჰქონდეს და თუ ეს ასე არ არის, მაგალითად, კარგად ვერ ვსწავლობ, დედა ჩემზე ბრაზობს, ბავშვი ცუდათ გრძნობს თავს.

მაგრამ ბავშვს არ შეუძლია, საკუთარი თავისადმი უარყოფითი შეფასებით იცხოვროს; მას თვითგადარჩენის მექანიზმი ერთვება, ეს იმის მსგავსია, როგორც ძაღლი სამკურნალო ბალახს ეძებს. მოზარდი ეძებს ადგილს, სადაც მას მოიწონებენ, მხარს დაუჭრენ და აღიარებენ. ის სადღაც ავტორიტეტულ აზრს ეძებს, ხოლო ეს კრიმინალისგან იქნება თუ მამაოსაგან მისთვის უკვე სულერთია.

სკოლის შესახებ
სკოლა, როგორც ორგანიზაცია, ბავშვის დამოუკიდებლობისა და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებაში არ არის დაინტერესებული.  მისი სტრუქტურა ზემოდან მითითებულ დავალებებს, პროგრამებსა და მეთოდიკებს ეყრდნობა და ამ ყველაფრის შესრულებას უცილობლად ითხოვს. მთლიანობაში აღებული სკოლა - უნებისყოფო ადამიანების შესაქმნელ ლაბორატორიას ჰგავს: სკოლის მოსწავლეს რეალურად ნება არ გააჩნია. ის შემსრულებელია.

ბავშვს როდესაც მასწავლებელი ემუქრება, რომ მას “შემდეგ კლასში არ გადაიყვანს” ან “ყველა სწავლობს და შენ რა გჭირს! რატომ ხარ ასეთი გონებაჩლუნგი?”, - ეს ყველაფერი ბავშვს შიშს და არასრულფასოვნების განცდას უყალიბებს. რის შედეგადაც ის ენერგიისგან იცლება და რაიმეს მიღწევის სურვილი ეკარგება. ამიტომ მშობელმა არჩევანი უნდა გააკეთოს: ვის მხარეს დადგეს - ბავშვის თუ სკოლის?

ერთმა ნაცნობმა ასეთი რამ მომიყვა, იგი სკოლის მასწავლებელმა გამოიძახა და მის შვილზე ათასი ცუდი რამ თქვა, რაზეც დედამ მაშინვე მკვახედ მიუგო: “იცით, რას გეტყვით, ქალბატონო ნინა, მე ჩემი ბიჭი ძალიან მიყვარს!”, რის შემდეგაც პედაგოგი მაშინვე გაჩუმდა. ეს პასუხის ერთი ვარიანტია.

არსებობს სხვა, საწინააღმდეგო. “გმადლობთ, რომ ეს ყველაფერი მომიყევით, მე ვხედავ, რომ თქვენ ბავშვის დამხარების სურვილი გამოძრავებთ. მე აუცილებლად გავითვალისწინებ თქვენს რჩევას.. ამის შემდეგ როცა ამ მასწავლებელს ნახავთ, უთხრათ, ქალბატონო ნინა, თქვენც ხედავთ უკეთოსობას?, ნახეთ ბიჭი როგორ გამოიცვალა, დარწმუნებული ვარ, ეს თქვენი დამსახურებაა...” მასწავლებლებიც ხომ ადამიანები არიან. ისინიც საჭიროებენ მხარდაჭერას.  მაგრამ თქვენი შვილის შეფასება საბოლოო ჯამში თქვენზეა დამოკიდებული. ვინც რა უნდა გითხრათ, თქვენ ის მაინც გიყვართ.

სკოლა-ეს დროებითია, ხოლო ბავშვთან თქვენი ურთიერთობა - სამუდამო.


თარგმინილია STUDIO WEBGEORGIA-ს მიერ. იხილეთ წყარო

შეცდომები, რომლებსაც მშობლები ოჯახის დანგრევის შემდეგ უშვებენ.

image

ზალიკო სულაკაური - ბავშვს ხატვა ბედნიერებას უნდა ანიჭებდეს

image

სურათის ემოციები ფოტოგრაფის განწყობაზეა დამოკიდებული...

image

როგორ გავხდეთ შვილისთვის ავტორიტეტი?

image

ბავშვის აღზრდა იმას არ ნიშნავს, რომ ავუხსნათ როგორ იცხოვროს.

image

ექიმი კომაროვსკის გენიალური ციტატები

image