იანუშ კორჩაკის 10 მცნება

იანუშ კორჩაკის 10 მცნება

იანუშ კორჩაკი-გამოჩენილი პოლონელი პედაგოგი, მწერალი, ექიმი და საზოგადო მოღვაწე, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის გადარჩენაზე სამჯერ განაცხადა უარი.

პირველად ეს მოხდა, როდესაც მან გადაწყვიტა, რომ პოლონეთის ოკუპაციამდე პალესტინაში ემიგრაციაში არ წასულიყო, რათა ობოლთა თავშესაფარი საშინელ მოვლენებამდე ბედის ანაბარა არ მიეტოვებინა.
მეორეჯერ-როცა ვარშავულ გეტოდან გაქცევაზე უარი თქვა.
მესამეჯერ ეს ასე მოხდა-ობოლთა თავშესაფრიდან ყველა იმ ვაგონში იყო ასული, რომელიც საკონცენტრაციო ბანაკისკენ მიემართებოდა, უცებ კორჩაკთან  სს-ის ოფიცერი მივიდა და ჰკითხა:
-”მეფე მატიუში” თქვენი დაწერილია? მე ის ბავშობაში მაქვს წაკითული. კარგი წიგნია. თქვენ თავისუფალი ბრძანდებით.
- და ბავშვები?
- ჩვენ მათ წავიყვანთ, ხოლო თქვენ შეგიძლიათ დატოვოთ ვაგონი.
- ცდებით. მე ეს არ შემიძლია. ყველა ადამიანი ნაძირალა როდია.

მოდით ბავშვის აღზრდის იმ 10 პრინციპს გავეცნოთ, რომლებსაც ეს ბრწყინვალე ადამიანი გვთავაზობს. 

ნუ ელოდები, რომ შენი ბავშვი იქნება შენნაირი ან როგორიც გინდა, რომ ის იყოს. მიეხმარე მას, რომ საკუთარი თავი იპოვოს.

ნუ მოითხოვ ბავშვისგან დაგიბრუნოს სამაგიერო, რაც მისთვის გაქვს გაკეთებული. შენ მას სიცოცხლე აჩუქე, როგორ გადაგიხადოს ეს ვალი? ის სიცოცხლეს აჩუქებს სხვას და ეს ჯაჭვისებურად გაგრძელდება. ეს არის მადლიერების შეუქცევადი კანონი.

საკუთარ ტკივილს და წყენას ბავშვზე ნუ გადმოანთხევ, რათა სიბერეში სიმწარე არ იგემო. ხომ იცი, “რასაც დასთეს, იმას მოიმკი”.

ბავშვის პრობლემებს გულგრილად ნუ უყურებთ. ცხოვრება ყველას გარკვეულ სირთულეებს უგზავნის და დარწმუნებული იყავით, რომ შესაძლოა მისი პრობლემები თქვენსაზეც უფრო მძიმე იყოს, მას ხომ ცხოვრებისეული გამოცდილება არ გააჩნია.

ნუ დაჩაგრავ!

ნუ დაგავიწყდება, რომ ადამიანის ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრები - ეს არის შეხვედრები ბავშვებთან. ამას დიდი ყურადღება მიაქციე - ჩვენ არ შეგვიძლია ვიცოდეთ, ვის ვხვდებით ბავშვის სახით.

ნუ ტანჯავ საკუთარ თავს, თუ არ გძალუძს შვილისთვის იმაზე მეტი გააკეთო, რაც შეგიძლია. უბრალოდ უნდა გახსოვდეს, ბავშვისათვის

ნუ გექნება სინდისის ქენჯნა თუ ვერ უკეთებ ბავშვს იმას, რაც არ შეგიძლია. მთავარია გახსოვდეს, რომ შვილს შენი შესაძლებლობის მაქსიმუმი უნდა გაუკეთო.

ბავშვი - ტირანი არ არის, რომელიც მთელ შენს ცხოვრებას იპყრობს. ის არამარტო შენი სისხლი და ხორცია, არამედ ის უნიკალური საგანძურია, რომელიც ცხოვრებამ მის შესანახად და მასში შემოქმედებითი ცეცხლის გასავითარებლად მოგცა.

სხვისი ბავშვის სიყვარულიც უნდა შეგეძლოს. არასდროს გაუკეთო სხვის შვილს ის, რაც არ გინდა, რომ შენსას გაუკეთონ.

გიყვარდეს შენი შვილი - თუნდაც ის უნიჭო და უიღბლო იყოს. მასთან ურთიერთობისგან სიამოვნება მიიღე, რადგან ბავშვი - უდიდესი დღესასწაულია, რომელიც ჯერ შენთან არის.

 

თარგმინილია STUDIO WEBGEORGIA-ს მიერ. იხილეთ წყარო 

განათლების 10 დამახასიათებელი ნიშანი, რამაც იაპონია ერთ-ერთ განსაკუთრებულ ქვეყნად აქცია.

image

ბავშვის ნიჭი თუ მშობლის ახირება...

image

შეცდომები, რომლებსაც მშობლები ოჯახის დანგრევის შემდეგ უშვებენ.

image

ბავშვის აღზრდა იმას არ ნიშნავს, რომ ავუხსნათ როგორ იცხოვროს.

image

მშობელთა სკოლა

image

როგორ გავხდეთ შვილისთვის ავტორიტეტი?

image