მარია მონტესორის 19 მცნება მშობლებისთვის

მარია მონტესორის 19 მცნება მშობლებისთვის

მიჩნეულია, რომ ХХ საუკუნეში  ბავშვის აღზრდაში მხოლოდ ოთხმა პედაგოგმა მოახდინა რევოლუცია, მათ შორის ერთ-ერთი იტალიელი მარია მონტესორია, მან მშობლებისთვის მოკლე მცნება-შეხსენებების ფორმულირება მოახდინა. ისინი მარტივია, მაგრამ ყოველ მათგანში დიდი სიბრძნე იმალება. გირჩევთ, წელიწადში ერთხელ მაინც გადაიკითხოთ და მაშინ ბავშვთან თქვენი ურთიერთობა შესაძლოა ხარისხობრივად ახალ დონეზე გადავიდეს. შვილი კი ჰარმონიულ და განვითარებულ პიროვნებად ჩამოყალიბდება.

ბავშვი სწავლობს იმას, რასაც თავის გარშემო ხედავს..

ბავშვს რაც უფრო ხშირად გავაკრიტიკებთ - ის სხვების დადანაშაულებას ისწავლის.

ბავშვი ხშირად რომ ვაქოთ - ის ისწავლის შეფასებას.

ბავშვს თუ აჩვენებენ მტრულ დამოკიდებულებას-ის სწავლობს ჩხუბს.

ბავშვთან თუ ვიქნებით გულწრფელი- ის ისწავლის სამართლიანობას.

ბავშვს ხშირად თუ დავცინით - ის გაუბედავ ადამიანად ყალიბდება.

ბავშვი თუ ცხოვრობს უსაფრთხოების განცდით - მას ადამიანების უფრო სჯერა.

ბავშვს ხშირად თუ არცხვენენ - ის ძირითადად დამნაშავედ გრძნობს თავს.

ბავშვს ხშირად თუ აქებენ-ის საკუთარი თავისადმი დადებითადაა განწყობილი.

ბავშვისადმი თუ ხშირად ვართ შემწყნარებელი - ის სწავლობს რომ იყოს მომთმენი.

ბავშვს თუ ხშირად ამხნევებენ-მას საკუთარი თავში რწმენა ეზრდება.

ბავშვი თუ ცხოვრობს მეგობრულ ატმოსფეროში და სხვების მიმართ საკუთარ მნიშვნელობას ხედავს-ის ამ სამყაროში სიყვარულს ხედავს.

ნუ მოიხსენიებთ ბავშვს უარყოფითად-ნურც მის თანდასწრებით და ნურც მის გარეშე.

ბავშვში დადებითის განვითარებაზე მოახდინეთ კონცენტრაცია, შედეგად მასში უარყოფითის ადგილი აღარც დარჩება.

ყოველთვის მოუსმინეთ და უპასუხეთ ბავშვს, რომელიც თქვენ მოგმართავთ.

პატივი ეცით ბავშვს, რომელმაც დაუშვა შეცდომა და მიეცით მას საშუალება გამოასწოროს იგი.

ყოველთვის მზად იყავით დაეხმაროთ ბავშვს, რომელიც ჯერ კიდევ ძიების პროცესშია ხოლო თუ შეამჩნევთ, რომ ის სწორ გზაზე დადგა, შეუმჩნეველი გახდით მისთვის.

მოეხმარეთ ბავშვს აითვისოს ის, რაც ადრე მან ვერ შეძლო. გააკეთეთ ეს რუდუნებით, თავშეკავებულად და სიყვარულით.

ბავშვთან მიმართბისას ყოველთვის შეინარჩუნეთ თქვენში არსებული საუკეთესო მანერები.

 

თარგმინილია STUDIO WEBGEORGIA-ს მიერ.  იხილეთ წყარო

აღზრდის დროს დაშვებული 7 შეცდომა, რომელიც ბავშვებს წარმატების მიღწევაში ხელს უშლის

image

იდეალური ბავშვი-ეს შესაძლებელია?!

image

ბავშვის აღზრდა იმას არ ნიშნავს, რომ ავუხსნათ როგორ იცხოვროს.

image

როგორ გავზარდოთ ბედნიერი ბავშვი?

image

ბავშვი უნდა გაზარდოთ და არა აღზარდოთ

image

იანუშ კორჩაკის 10 მცნება

image