რას ამბობენ მშობლები და როგორ ესმით ეს ბავშვებს

რას ამბობენ მშობლები და როგორ ესმით ეს ბავშვებს

მშობელი როცა ბავშვს ელაპარაკება, ის ხშირად არ უფიქრდება, როგორ აღიქვამს მის ნათქვამს შვილი.  იხილეთ რამდენიმე რჩევა, თუ როგორ მივაწოდოთ ბავშვს სწორად ინფორმაცია:

ჩვენ ვეუბნებით:
“ფრთხილად-დავარდები!” / ”ძაღლს ხელს ნუ კიდებ-გიკბენს!”
ბავშვს ესმის:
“სამყარო საფრთხეებით არის სავსე, უკეთესია არაფერი გააკეთო!”
უთხარით განსხვავებულად:
“თავს გაუფრთხილდი!” / ”სიფრთხილე გამოიჩინე!” / ”იყავი ყურადღებით!”

ჩვენ ვეუბნებით:
“მიდი, დროზე!” / ”დაუჩქარე!” / ”გაჩუმდი!” / ”გაჩერდი!” / ”პასუხი გამეცი!”
ბავშვს ესმის: “შენ არაფერს წარმოადგენ!”/”ჩემი სურვილების გამო საკუთარზე უნდა თქვა უარი!”
უთხარით განსხვავებულად:
“მე მხოლოდ 10 წუთი მაქვს, რამდენი დრო გჭირდება?” (შეეცადეთ, რომ მოელაპარაკოთ.)

ჩვენ ვეუბნებით:
“ნუ სლუკუნებ!” / “ნუ ყვირი!” / “ნუ იცინი!” / “ნუ ტირი!”
ბავშვს ესმის:
“ნუ გამოხატავ საკუთარ ემოციებს!”
უთხარით განსხვავებულად:
“შენ, ალბათ, დაიღალე?” / “რამემ ხომ არ შეგაშინა?” (შეეცადეთ მიხვდეთ, თუ რას განიცდის ბავშვი.)

ჩვენ ვეუბნებით:
“ვახ, რამდენჯერ უნდა გაგიმეორო?!”
ბავშვს ესმის:
“შენ ხარ სულელი და ხელმოცარული!”
უთხარით განსხვავებულად:
“შენ თავს გაართმევ, მოდი, კიდევ ერთხელ ცადე. თუ გინდა, მეც დაგეხმარები.”

ჩვენ ვეუბნებით:
“ბიჭს არ უნდა ეშინოდეს! (არ უნდა ტიროდეს)” / “გოგონები უნდა იყვნენ დამჯერნი”
ბავშვს ესმის: “კაცს გრძნობების გამოხატვის უფლება არა აქვს!” / “ქალი ყოველთვის მსხვერპლია!”
უთხარით განსხვავებულად:
“ჩვენ ყველა ვცდებით. შეცდომა-ეს არის ახალი ცოდნისა და გამოცდილებისაკენ გადადგმული ნაბიჯი.”

ჩვენ ვეუბნებით:
“როგორ არა გრცხვენია!”
ბავშვს ესმის:
“ცუდი ხარ, შენ რაღაცა არ გაქვს წესრიგში!”
უთხარით განსხვავებულად:
“შენ გაღიზიანდი,” / “შენ გაბრაზდი,” / ”შენ გაქვს ემოციების გამოხატვის უფლება.”

ჩვენ ვეუბნებით:
“შეხედე, ის ბავშვი რა კარგად აკეთებს, შენ რა დაგემართა?!”
ბავშვს ესმის:
“შენ სხვებზე უარესი ხარ.”
უთხარით განსხვავებულად:
“მე მიყვარხარ ისეთი, როგორიც ხარ!”

 

თარგმინილია STUDIO WEBGEORGIA-ს მიერ. იხილეთ წყარო

იანუშ კორჩაკის 10 მცნება

image

ბედნიერი თუ ყველასგან გამორჩეული ბავშვი

image

ექიმი კომაროვსკის გენიალური ციტატები

image

აღზრდის დროს დაშვებული 7 შეცდომა, რომელიც ბავშვებს წარმატების მიღწევაში ხელს უშლის

image

დათვური სამსახური: როდის არ უნდა მივეხმაროთ ბავშვს?

image

ზალიკო სულაკაური - ბავშვს ხატვა ბედნიერებას უნდა ანიჭებდეს

image