როგორ გავზარდოთ ბედნიერი ბავშვი?

როგორ გავზარდოთ ბედნიერი ბავშვი?

იაპონელი მასარუ იბუკა მრავალხმრივ განვითარებული და უნიჭიერესი ადამიანია, წარმატებული ბიზნესმენი და Sony-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი. იგი საბავშვო ფსიქოლოგიასა და პედაგოგიკას სიღრმისეულად სწავლობდა და ბავშვის ადრეული აღზრდის უნიკალური მეთოდიკა შექმნა- “სამის შემდეგ უკვე გვიანია”.

იგი ყოველთვის აღნიშნავდა, რომ ბავშვი იმიტომ კი არ უნდა განვავითაროთ, რომ მისგან ვუნდერკინდი მივიღოთ. “ადრეული განვითარების ძირითად მიზანს ბედნიერი ბავშვის აღზრდა წარმოადგენს. ბავშვს ასმენინებენ კარგ მუსიკას და ასწავლიან უცხოურ ენებს არა იმისთვის, რომ ლინგვისტი ან მუსიკოსი გაზარდონ. მთავარია, ბავშვში მისი უკიდეგანო შესაძლებლობები განვავითაროთ, რათა მან ამ სამყაროსგან და სიცოცხლისგან მეტი სიხარული მიიღოს”, - წერს მასარუ იბუკა.

გვინდა, „წარმოგიდგინოთ მასარუ იბუკას წიგნიდან “სამის შემდეგ გვიანია” ბავშვის აღზრდის მთავარი რჩევები.

ადრეული ასაკიდანვე ბავშვს გააცანით კაცობრიობის საუკეთესო მიღწევები: ასმენინეთ კლასიკური მუსიკა, აჩვენეთ ხელოვნების ნიმუშები, აკითხეთ მხატვრული ლიტერატურა.

ბავშვი ხშირად აიყვანეთ ხელში. ტაქტილური ურთიერთობა ბავშვის გონებრივ განვითარებაზე უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს.

ენის მოჩლექვით არ ელაპარაკოთ ბავშვს, დაბადებიდან ესაუბრეთ ჩვეულებრივი ენით.

ბავშვისთვის ყოველდღიურად გარკვეული დრო გამოყავით და ეს საოცარ შედეგებს მოგიტანთ.

არ იჩხუბოთ ბავშვის თანდასწრებით. თქვენი ბავშვი ნეგატივს და აგრესიას  მტკივნეულად  განიცდის.

ბავშვს უფლება მიეცით, რომ ხანდახან თქვენს საწოლში დაიძინოს. მშობლებთან ერთად ძილი ბავშვის განვითარებაზე დადებითად მოქმედებს.

წაახალისეთ ბავშვის სურვილი, რომ სხვა ბავშვებთან იურთიერთოს. ეს ბავშვის ტვინის სტიმულირებას ახდენს და ლიდერად აყალიბებს.

ბავშვს ნუ დაუშლით, რომ საკუთარი უფლებები და ინტერესები დაიცვას, თუნდაც იკამათოს.  კამათი ურთიერთობის უნარებს ავითარებს.

ბავშვს ნუ შეზღუდავთ. ყველაფერი, რასაც ის ხელებით აკეთებს, მის ინტელექტს და შემოქმედებით უნარებს ავითარებს.

ქება და დასჯა ზომიერად გამოიყენეთ. შექებისთვის საფუძველი უნდა არსებობდეს. ბავშვი, განსაკუთრებით ბიჭი, იშვიათად დასაჯეთ.

ბავშვს საკუთარი “კარგი” და “ცუდი” თავზე არ მოახვიოთ. უკეთესია, თუ მას ცხოვრებისეული გამოცდილების მიღებაში დაეხმარებით, რათა მან ყველაფრის გარჩევა თავად ისწავლოს.

ხელი შეუწყვეთ, რომ ბავშვს სხვადასხვა ინტერესები გაუჩნდეს და ამისთვის სათანადო პირობები შეუქმენით.

ბავშვთან უკვე გავლილი მასალები გაიმეორეთ, ეს მის ტვინში სწორი სქემების ფორმირებას ახდენს.

ბავშვს დედასთან ერთად მამაც სჭირდება. მშობლებთან ურთიერთობაში არანაირი შეზღუდვები არ უნდა არსებობდეს.

ბავშვის ფანტაზიებს და ოცნებებს სისულელედ ნუ აღიქვამთ. ისინი მის შემოქმედებით პოტენციალს აყალიბებს.

ბავშვს, როგორც თქვენს საკუთრებას, ნუ უყურებთ, ეს მას საკუთარ ძალებში რწმენას დააკარგვინებს.

ბავშვში ტაქტილური შეგრძნებები განავითარეთ. მიეცით საშუალება, რომ ხელით სხვადასხვა ტიპის (მაგარი, რბილი, ფაფუკი, სადა და სხვ.) საგნებს ეხებოდეს.

ბავშვს ნუ უყიდით ყველაფერს, რასაც ის მოითხოვს. სათამაშოების სიჭარბე მას ყურადღებას გაუფანტავს, რის შედეგადაც ბავშვს სწავლა გაუჭირდება.

ბავშვს ასაწყობი სათამაშოები შესთავაზეთ. იგი  უდიდეს სიხარულს განიცდის, როცა რაღაცას თავისი ხელით აწყობს. დღევანდელ რეალობაში ასეთი სათამაშოები უკვე დიდი იშვიათობაა.

ბავშვს მცირე მოტორიკა განუვითარეთ - ძერწვა, აპლიკაცია, გამოჭრა და ფიგურების დალაგება. როგორც ცნობილია, “ბავშვის ტვინი - მისი თითების დაბოლოებებზე მდებარეობს”.

მასთან ერთად ფეხით ისეირნეთ. სიარული ძალიან სასარგებლოა, რადგან ამ დროს სხეულის 400-დან 639-მდე კუნთია ჩართული.

როცა ბავშვი რამეს აკეთებს, შედეგს დიდ მნიშვნელობას ნუ მიანიჭებთ, რადგან მისთვის მთავარია პროცესი. საშუალება მიეცით, იმდენი იშრომოს,  რამდენიც მისთვის საინტერესო იქნება.

ბავშვის სურვილს ნუ დათრგუნავთ. როდესაც მას ნების საწინააღმდეგოდ რამეს აკეთებინებთ, ეს მის საკუთარ თავში რწმენას ანგრევს.

მასში არასტანდარტული აზროვნების სტიმულირება მოახდინეთ. სტანდარტები უფერულ და უღიმღამო ადამიანებს აყალიბებს.

სანამ ბავშვს  აღვზრდით, მანამდე მშობელი, ანუ საკუთარი თავი უნდა აღვზარდოთ.

და ბოლოს, მასარუ იბკას ერთი შესანიშნავი ციტატა:

“ბავშვის საუკეთესო აღზრდა-ეს დედური სიყვარულია. მშობლების ყველაზე მთავარი საქმე-ეს შვილების გაზრდაა. თუ მშობელი ამას არ ეთანხმება, მაშინ რისთვის ჰყავთ ბავშვები?!“


თარგმინილია 
STUDIO WEBGEORGIA-ს მიერ.  იხილეთ წყარო 

ექიმი კომაროვსკის გენიალური ციტატები

image

კონტაქტური ზოოპარკი “ფაუნალენდი” აჭამე და მოეფერე!

image

სურათის ემოციები ფოტოგრაფის განწყობაზეა დამოკიდებული...

image

რას ამბობენ მშობლები და როგორ ესმით ეს ბავშვებს

image

ზალიკო სულაკაური - ბავშვს ხატვა ბედნიერებას უნდა ანიჭებდეს

image

შეცდომები, რომლებსაც მშობლები ოჯახის დანგრევის შემდეგ უშვებენ.

image