აღზრდის დროს დაშვებული 7 შეცდომა, რომელიც ბავშვებს წარმატების მიღწევაში ხელს უშლის

აღზრდის დროს დაშვებული 7 შეცდომა, რომელიც ბავშვებს წარმატების მიღწევაში ხელს უშლის

ლიდერობის ექსპერტმა, ფსიქოლოგიური ბესტსელერის ავტორმა ტიმ ელმორმა თავისი კვლევების პერიოდში მშობლების ის შეცდომები გამოავლინა, რომლებიც ბავშვებში  თვითრწმენას აყალიბებს და მათ კარიერაში და პირად ცხოვრებაში წარმატების მიღწევის შანსებს ამცირებს.

მშობლებისთვის ელმორის სტატიის გაცნობა, ალბათ, საინტერესო იქნება.

1. ბავშვებს გარისკვის საშუალებას არ ვაძლევთ.
ჩვენ ვცხოვრობთ თანამედროვე სამყაროში, სადაც ხიფათი ყოველ ნაბიჯზეა მოსალოდნელი. ლოზუნგი “უსაფრთხოება ყველგან და ყოველთვის” ჩვენში ბავშვის დაკარგვის შიშის განცდას ზრდის, ამიტომაც მათ ყოველმხრივი ზრუნვით თავზე ვევლებით და გასაქანსაც არ ვაძლევთ. ევროპელ ფსიქოლოგთა აზრით, იმ შემთხვევში, თუ ბავშვები ეზოში არ თამაშობენ, მოზრდილ ასაკში მათ დიდი ალბათობით სხვადასხვა ტიპის ფობიები შეაწუხებთ. ბავშვი ეზოში უნდა თამაშობდეს, ზოგჯერ ვარდებოდეს კიდეც, რათა მერე წამოდგეს და მიხვდეს, რომ ეს ნორმალურია.
სიჭაბუკეში შეყვარებულთან წაჩხუბება და პირველი სიყვარულის მარცხიც კი ნორმალური მოვლენაა, რადგან ის ადამიანში ემოციურ სიმწიფეს ავითარებს.

ბავშვის ცხოვრებიდან რისკის გაქრობით, მშობლები მათში ამპარტავნებას, ქედმაღლობასა და მომავალში შემცირებულ თვითშეფასებას აყალიბებენ.

2. ჩვენ სწრაფად მივეშურებით მათ დასახმარებლად.
დღევანდელმა თაობამ ვერ აითვისა და განავითარა ის უნარ-ჩვევები, რომლებიც ბავშვებს 30 წლის წინ ჰქონდათ. როცა ნაადრევად მივეშურებით მათ დასახმარებლად და გადამეტებულ მზრუნველობას ვიჩენთ, ჩვენ ბავშვს შანს ვართმევთ, რომ შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი მან თავად იპოვნოს.

ადრე თუ გვიან ბავშვი მიეჩვევა, რომ რაც არ უნდა მოხდეს, მის შეცდომას ან დაუმთავრებელ საქმეს ვიღაცა ყოველთვის გამოასწორებს და საბოლოო ჯამში, ის რეალური ცხოვრებისდმი სრულიად მოუმზადებელი იქნება.

3. მათდამი აღფრთოვანებას ძალიან ადვილად გამოვხატავთ.

თვითშეფასების ამაღლებისადმი დაწყებული მოძრაობა BABY BOOM-ერების

თაობიდან დაიწყო და თავისი ფესვები 1980-იანების სკოლებშიც გაიდგა. სადაც წესად იყო მიღებული, რომ “შეჯიბრებაში ყოველი მონაწილე მიიღებდა ჯილდოს”, შედეგად ბავშვს საკუთარი თავისადმი აღმატებული შეფასება უჩნდებოდა, მაგრამ თანამედროვე ფსიქოლოგების კვლევებმა ცხადჰყო, რომ წახალისების ასეთ მეთოდებს ნეგატიური შედეგები მოჰყვება.

გარკვეული პერიოდის შემდეგ, ბავშვი ამჩნევს, რომ მის განსაკუთრებულ და უნიკალურ ნიჭსა და უნარს მხოლოდ მისი მშობლები ხედავენ, ამის გამო მშობლების ობიექტურობაში მას ეჭვი ეპარება. ბავშვს მოსწონს როცა აქებენ, თუმცაღა ხვდება, რომ ამას რეალობასთან არა აქვს კავშირი.

დროთა განმავლობაში, ასეთი ბავშვი სიცრუეს და თაღლითობას სწავლობს, რომ იმ რთულ და დაუნდობელ რეალობას გაექცეს, რომელში ის სრულიად მოუმზადებელი აღმოჩნდა.

4.დანაშაულის გრძნობის განცდის გამო, ბევრ რამეზე თვალებს ვხუჭავთ

ბავშვს ყოველ წუთას სითბოსა და სიყვარულის გამოხატვა არ უნდა მოვთხოვოთ. მას ამ ცხოვრებაში საკმაოდ რთული და წინააღმდეგობებით აღსავსე ცხოვრება ელოდება და განებივრება ამ ყველაფერს ხელს შეუშლის. როცა საჭიროა ბავშვს უთხარით “არა” , რათა მან საკუთარი სურვილებისა და მოთხოვნილებების მიღწევისთვის ბრძოლა ისწავლოს. როცა ოჯახში რამდენიმე ბავშვია, მშობლები ხშირად ფიქრობენ, რომ უსამართლოა მხოლოდ ერთის წახალისება, რათა სხვა არ დაიჩაგროს, მაგრამ ყველას დაჯილდოვება რეალობას მოკლებულია, ეს პაექრობის პრინციპს ეწინააღმდეგება. ბავშვს უნდა სჯეროდეს, რომ წარმატების მოპოვება მის უნარსა და ძალისხმევაზეა დამოკიდებული.

ძალიან ფაქიზი თემაა, როდესაც ბავშვს სანიმუშო ქცევისთვის ან კარგი ნიშნის გამო რაიმე საგნით ან თანხით ვაჯილდოვებთ. ურთიერთობა მხოლოდ მატერიალურ წახალისებაზე არ უნდა იყოს აწყობილი, რადგან დიდია საფრთხე, რომ დროთა განმავლობაში მას შინაგანი მოტივაცია და ადამიანური ღირებულებების განცდა დაეკარგება.

5. ჩვენ მათ საკუთარი წარსულიდან დაშვებულ შეცდომებს არ ვუზიარებთ.

მოვა დრო, როცა მოზარდი “ფრთების გაშლას” მოისურვებს, რის შედეგადაც “კისერსაც ბევრჯერ წაიმტვრევს”,  მშობელმა მას ეს არ უნდა დაუშალოს. მაგრამ საჭიროების შემთხვევაში დახმარების ხელი უნდა გაუწოდოს. მოუყევით იმ შეცდომების შესახებ, რომლებიც მის ასაკში გაქვთ დაშვებული და შეეცადეთ ეს ყველაფერი დიდაქტიკური ტონის გარეშე მოახერხოთ.

ბავშვები პრობლემებთან შესახვედრად მზად უნდა იყვნენ და მათ შედეგებზე თავად უნდა აგონ პასუხი. მოუყევით შვილს, რას გრძნობდით, როცა მსგავს სიტუაციაში თავად მოხვედრილხართ, როგორი გამოსავალი ნახეთ და რა გამოცდილება მიიიღეთ ამის შედეგად.

6. ბავშვის ნიჭი და  ინტელექტი მის მომწიფებაში გვერევა.

ხშირად ინტელექტი ბავშვის მომწიფების საზომად გამოიყენება და ამიტომ მშობელი ფიქრობს, რომ მისი შვილი რეალური ცხოვრებისთვის უკვე მზად არის. ეს ასე არ არის. ბევრი პროფესიონალი სპორტსმენი და ჰოლივუდის ვარსკვლავი, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ნიჭით არიან დაჯილდოვებულნი, ბევრჯერ სხვადასხვა სკანდალებში ეხვევა.

ნუ ფიქრობთ, რომ თქვენი ბავშვი ყველაფერშია ნიჭიერი.
ზუსტი განმარტება, თუ რომელი ასაკიდან შეიძლება შვილისთვის დამოუკიდებლობის მიცემა, არ არსებობს. ეს ინდივიდუალურია და მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული.

7. ჩვენ თავად არ ვასრულებთ იმას, რასაც ბავშვებს ვასწავლით.

როგორც მშობელმა შვილისთვის იმ ცხოვრების მოდელირება უნდა მოვახდინოთ, რომელიც მისთვის გვსურს.  ჩვენი საქციელი შვილისთვის მისაბაძი ხდება, ამიტომ ყოველ ნიუანს და ირგვლიმყოფებთან ურთიერთობას უნდა მივაქციოთ ყურადღება, გვახსოვდეს, რომ შვილები გვაკვირდებიან და ჩვენს ქცევებს იმეორებენ.

თუ არსებული წესებისადმი გვერდის ავლა თქვენთვის ჩვეულებრივი ნორმაა, მაშინ თქვენს ბავშვს ეცოდინება, რომ ეს მისთვისაც არის დასაშვები.

დაანახეთ მათ, რომ კარგი საქმის კეთება და სხვისი დახმარება უდიდესი სიამოვნების მომტანია და ისინიც იგივეს გაიმეორებენ.


თარგმინილია 
STUDIO WEBGEORGIA-ს მიერ.  იხილეთ წყარო

მარია მონტესორის 19 მცნება მშობლებისთვის

image

დათვური სამსახური: როდის არ უნდა მივეხმაროთ ბავშვს?

image

განათლების 10 დამახასიათებელი ნიშანი, რამაც იაპონია ერთ-ერთ განსაკუთრებულ ქვეყნად აქცია.

image

მშობელთა სკოლა

image

ბავშვის აღზრდა იმას არ ნიშნავს, რომ ავუხსნათ როგორ იცხოვროს.

image

ბავშვი უნდა გაზარდოთ და არა აღზარდოთ

image