რატომ არ გვიჯერებენ ბავშვები?

რატომ არ გვიჯერებენ ბავშვები?

მშობლებს ბავშვის ცუდი ქცევის პროვოცირება ან მისი მართვა შეუძლიათ. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ მშობელი სხვადასხვა სიტუაციებში როგორ რეაგირებს, იქნება ეს ურჩობა, აგრესია, გაღიზიანება თუ მრისხანება, მშობელი თუ სწორად რეაგირებას ვერ მოახერხებს, ეს ყველაფერი  ყოველდღიურ ნორმად იქცევა.

სუბიექტური მშობლები: ჰეკტორის ისტორია
ჩემთვის საკმაოდ გამაღიზიანებელია, როდესაც მშობლები ამბობენ: “ჯონი უარს ამბობს...”, “ჯონი არ მიჯერებს..” - თითქოს ისინი ამ ყველაფრის წინაშე უმწეონი არიან. მრავალ მშობელს უბრალოდ ეშინია, რომ შვილებს ტკივილს მიაყენებს და ამიტომ მათ ბევრის უფლებებს აძლევენ. ისინი შიშობენ, რომ თუ რაიმეს აუგრძალავენ, შვილები მათ გადაიყვარებენ. ან შესაძლოა, მათ არ იციან, არასასურველი ქცევები დასაწყისშივე როგორ აღმოფხვრან. მაშინაც კი, თუ ასეთი მშობლები რაიმეს შეცვლას დააპირებენ, რაღაც პერიოდის შემდეგ მათ სიმტკიცე ღალატობთ ან საკუთარ ქცევებში არათანმიმდევრულნი არიან.

როგორც წესი, ფსიქოლოგის დახმარება არ სჭირდებათ მშობლებს, რომლებიც ყველაფერს ობიექტურად აფასებენ.  მათ უმეტესობას ბავშვებთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებთ, - ისინი სუბიექტური მშობლები არიან. რომლებიც გაუცნობიერებლად საკუთარ გრძნობებზე დაყრდნობით და არა შვილის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ.

განვიხილოთ ჰექტორის მაგალითი, რომელიც 18 თვისაა. ბავშვი გონზე არ იყო, როდესაც ფეხსაცმელების მაღაზიაში, დახლზე შაქარყინულებით სავსე ქილა შეამჩნია. ჰექტორმა მაშინვე ტკბილეულის გასინჯვა დააპირა. სუბიექტური მშობელი მაშინვე გაიფიქრებს: “ვაიმე, აი, მგონი დაიწყო, იმედია ბავშვი აქ  მორიგ კონცერტს არ გამიმართავს”. მან შესაძლა თავიდან ჰექტორთან მოლაპარაკება ცადოს (“სახლში როცა მივალთ, ასეთივე შაქარყინულს მოგცემ”).  მოლაპარაკების პროცესი შესაძლოა უშედეგოდ გაიჭიმოს.  რომლის დროსაც მშობლის შინაგანი დისკომფორტის განცდა უკვე პიკს აღწევს, როდესაც ბავშვი ქვითინს და შემდეგ ტირილს იწყებს, მშობელს უხერხულობის განცდა ეუფლება, ირგვლიმყოფები ხომ ამ ყველაფერს ხედავენ, საბოლოოდ იგი “სრულ კაპიტულაციას” აცხადებს და  ბავშვთან დათმობაზე მიდის.

როდესაც მშობლის დამოკიდებულება სუბიექტურია, ბავშვის საქციელზე ადეკვატური რეაგირების ნაცვლად ის საკუთარ ემოციებს ნებდება. სუბიექტური მშობლები თავის თავს შვილებთან იმდენად ძლიერად აიგივებენ, რომ ხშირ შემთხვევაში ბავშვის გრძნობებს, როგორც საკუთარს, აღიქვმენ. ისინი ძლიერ განიცდიან, როდესაც საქმე ბავშვის ემოციებს, განსაკუთრებით სიბრაზეს და გულისწყრომას, ეხება. ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ ასეთი ტიპის მშობლებს მკაფიოდ გამოხატული საზღვრები საკუთარ შვილებთან ურთიერთობისას არ გააჩნიათ; ისინი ბავშვებთან როგორც თანატოლები იქცევიან.

უაზრო გამართლებები

სუბიექტური მშობლები საკუთარი შვილების გამო ხშირად ბოდიშს იხდიან და მათი საქციელის გამართლებას ცდილობენ. ამ მშობლებისგან ხშირად მოისმენთ:

- “ის უბრალოდ მშიერია და ასე ამიტომ იქცევა”.
- “ის დღეს ცუდ გუნებაზეა”.
- “თქვენ ხომ იცით, ის ვადაზე ადრე დაიბადა და ამიტომ…”.
- “ჩვენი ოჯახისთვის ეს დამახასიათებელია”.
- “მას კბილები ამოსდის და ამიტომ არის ასეთი გაღიზიანებული”.
- “ის შესანიშნავი ბავშვია, მასზე ვგიჟდები, მაგრამ, ზოგჯერ...”.
- “როგორც წესი, მას ანგელოზის ხასიათები აქვს. ჩემი მეუღლე მთელი დღეები მუშაობს, მე კი მასთან მარტო ვრჩები, ამიტომაც არ მინდა, რომ რამე ავუგრძალო”.
- “ბავშვი დაიღალა, მას ღამე ცუდად ეძინა”.
- “ის თავს შეუძლოდ გრძნობს”.
- “მე დიდად არ ვნერვიულობ, დროთა განმავლობაში ეს ხასიათი გაუვლის”.

რატომ არ უსმენენ ბავშვები სუბიექტურ მშობლებს?
თავიდანვე მინდა განვმარტო, რომ დედას სუბიექტური დამოკიდებულება გააჩნია, როდესაც ამბობს: “ბავშვი მამასთან საუცხოოდ (ან ბებისათან) იქცევა, მაგრამ ჩემთან რა მოსდის, არ ვიცი”... შესაძლებელია, მამას უფრო კარგად ესმოდეს შვილის ქცევები და ბავშვს გარკვევით უხსნის, თუ რა არის კარგი და ცუდი, აუცილებლობის შემთხვევაში შვილის ქცევებში კორექტირების მოხდენაც შეუძლია. აქედან გამომდინარე, დედამ პირველ რიგში საკუთარ თავს უნდა ჰკითხოს: “რას აკეთებს ჩემი მეუღლე ისეთს, რასაც მე არ ვაკეთებ? ”

 

სუბიექტური მშობლების შვილებს დედის და მამის გრნობების მანიპულაციაში დიდი წარმატებების მიღწევა შეუძლიათ.  ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ბავშვები ცუდები არიან; უბრალოდ ისინი აკეთებენ იმას, რასაც მათი მშობლები გაუცნობიერებლად ასწავლიან: ჯიუტობა, შეკამათება, დაუსჯელობა და სხვა.

ამიტომაც ხდება, რომ ერთის შეხედვით უწყინარ სიტუაციებშიც, მაგალითად “უკვე სათამაშოების ალაგების დროა”,  სუბიექტური მშობლები რთულ სიტუაციაში ვარდებიან. “არა!” - ყვირის ბავშვი, ხოლო დედა მის დაყოლიებას ცდილობას: “მოდი, ერთად ავალაგოთ, მე მოგეხმარები”. მშობელი სათამაშოების დალაგებას იწყებს, მაგრამ ბავშვი ადგილიდანაც არ იძვრის. “რას უდგეხარ, მოდი მომეხმარე, მარტო მე ხომ ვერ შევძლებ ამდენის დალაგებას”. ბავშვი ისევ არ რეაგირებს. დედა უყურებს საათს და ხედავს, რომ მალე ვახშმობის დროა, მეუღლეც სამსახურიდან მალე უნდა დაბრუნდეს. ყველაზე მარტივი და სწრაფი გამოსავალია, რომ ყველაფერი ისევ მე გავაკეთო - ასე ფიქრობს სუბიექტური მშობელი. სინამდვილეში მან ამითი საკუთარ ბავშვს ასწავლა, რომ: ა) მისი სიტყვა არაფერს ნიშნავს; ბ) მშობელი რამეს თუ გეტყვის, საკმარისია უარის თქმა ან სლუკუნი და არავინ არაფერს დაგაძალებს.

რა თქმა უნდა, სუბიექტური მშობლები შვილის დამოკიდებულების გამო ხშირად დისკომფორტს და დანაშაულის გრძნობას განიცდიან, მაგრამ ყველაფერში ობიექტურად გარკვევის ნაცვლად ამ ყველაფერს უყურადღებოდ ტოვებენ, ან ცდილობენ შვილების ქცევებს გამართლება მოუძებნონ.

სუბიექტურად და ობიექტურად მოაზროვნე მშობლებს შორის განსხვავება

სუბიექტური მშობლები:

ობიექტური მშობლები:

ბავშვის ემოციებთან სოლიდარულნი არიან

ბავშვს ობიექტურად, როგორც ინდივიდუალურ არსებას და არა მათ შემადგენელ ნაწილს,  აღიქვამენ

რეაქციები მოდის შიგნიდან - ემოციები მათ ხელს უშლით;

მათი რეაქციები სიტუაციებზეა დამოკიდებული;

ხშირად დანაშაულის გრძნობა ეუფლებათ, ხოლო შემდეგ ბავშვის ქცევები მათზეც აისახება;

ცდილობენ ბავშვის ქცევები სწორად გაანალიზონ;

იბოდიშებენ და ბავშვის ქცევას ამართლებენ, ისე რომ,
მიზეზებს არც კი უღრმავდებიან;

ბავშვებს ახალ ემოციურ უნარ-ჩვევებს ასწავლიან
(პრობლემების გადაწყვეტა, მიზეზი და შედეგი, განხილვა, გრძნობების გამოხატვა);

   

გაუცნობიერებლად ბავშვს აჩვევენ, რომ ცუდი საქციელი მისაღებია;

ბავშვს მათი ქმედებების  შედეგებზე დაფიქრებას ასწავლიან;

ბავშვს გადამეტებულად აქებენ, მაშინაც, როცა ის ამას არ იმსახურებს.

ბავშვს მხოლოდ დამსახურებულად აქებენ.

 

როგორ გახდეს მშობელი ობიექტური?
თქვენი თავი თუ სუბიექტური მშობლების აღწერაში ამოიცანით, ნუ დაღონდებით. თუ გადაწყვეტილი გაქვთ, რომ ბავშვის აღზრდისადმი თქვენი დამოკიდებულება შეცვალოთ, ეს არც თუ ისე ძნელია, ხოლო როდესაც ეს ქცევაშიც გადაგეზრდებათ, საკუთარ თავში თქვენი რწმენა კიდევ უფრო განმტკიცდება.

იმისთვის, რომ ობიექტური მშობელი გახდეთ, საჭიროა იყოთ მომთმენი და შეგეძლოთ გაგება: შეეცადეთ მიიღოთ თქვენი ბავშვის ტემპერამენტი, განჭვრიტეთ, განვითარების გარკვეულ ეტაპებში მასში რა ცვლილებები ხდება. ობიექტურმა მშობლებმა ბავშვის ძლიერი და სუსტი მხარეები კარგად იციან, ამიტომაც წინასწარ აცნობიერებენ, თუ წინ რა სირთულეები ელოდებათ და ამისთვის შესაბამისად ემზადებიან. მათ უსიამოვნო სიტუაციის აღკვეთა შეუძლიათ. ისინი მშვიდად აკვირდებიან, ბავშვი რთულ მომენტებს როგორ უმკლავდება, - მათ იციან, რომ მის სწორ აღზრდას  გარკვეული დრო სჭირდება.

16 თვის ბავშვის დედა იმის გამო იყო შეწუხებული, რომ შვილი თავისი სათამაშოებისადმი მესაკუთრეობას ავლენდა. იგი ხელს ჰკრავდა ბავშვებს, რომლებთანაც თამაშობდა, ან მათ სათამაშოებს ხელიდან სტაცებდა. ობიექტურმა  დედამ ამის საპასუხოდ საკუთარი მეთოდი გაგვიზიარა:

“მე მივხვდი, რომ სხვა ბავშვებთან თამაშის დროს ამ ეტაპზე ჩემი შვილის გვერდით უნდა ვყოფილიყავი.  ის ახლა ბავშვებთან თამაშს ითვისებს და ჩემი ამოცანაა, რომ მას სწორი მიმართულება მივცე. ამიტომაც მის გვერდით ვარ და ვცდილობ დავანახო, რა უნდა გააკეთოს. თუ ბავშვი აგრესიას ავლენს, მე ის გამყავს, რათა სხვებს ხელი არ ჰკრას და ვუხსნი, რომ მეგობრებს წყნარად უნდა მოექცეს. თუ ბავშვი სხვისგან რაიმე სათამაშოს ხელიდან გატაცებას ცდილობს, მე მას ხელს ვკიდებ და ვეუბნები: “ახლა ბილი ბურთით თამაშობს, შენ სატვირთო მანქანა გაქვს”.

დაელოდე და მერე ბურთითაც ითამაშებ ”.  ჩემი შვილი ვერ ითმენს და ისევ ცდილობს თავისი გაიტანოს, მე იგივეს ვუმეორებ და ისევ ვცდილობ, რომ ავუხსნა. მაგრამ ეს თუ მესამეჯერ განმეორდა, ბავშვი ხელში ამყავს და გვერდით გავდივართ. მე მას არ ვსჯი და თამაშს არ ვუშლი, უბრალოდ ვცდილობ მისი ყურადღება მივიპყრო და გავაგებინო, რომ ცუდათ მოქცევა კარგს არაფერს მოუტანს. ეს ყველაფერი  მხოლოდ გაფრთხილებაა, რათა ბავშვმა დაინახოს, რა არის მისთვის მომგებიანი და რა არა. ამან შესაძლოა დიდი დრო, მოთმინება და მუდმივი გამეორება მოითხოვოს. ბავშვები ამ ასაკში საკუთარ სურვილებს და ზრახვებს ვერ აკონტროლებენ. მაგრამ თუ მათ სწორად განვუმარტავთ და დავეხმარებით, მაშინ ყველაფერი კარგად იქნება.

ობიექტური მშობლები აცნობიერებენ, რომ ბავშვის სწორი აღზრდა მათი პირდაპირი ამოცანაა. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ბავშვი დაბადებიდანვე მშვიდი ქცევით გამოირჩევა და ეს პრობლემებიც მშობლებს ნაკლებად ეხება, მაგრამ ბავშვი როგორიც არ უნდა იყოს, მის პირველ აღმზრდელებს სწორედ მშობლები წარმოადგენენ.

ობიექტური მშობლები არ ცდილობენ შვილების დაყოლიებას და არ ელოდებიან სანამ, ისინი თავად “გონს მოეგებიან”, თქვენ ბავშვის დამორჩილებას ამ ასაკში ვერ შეძლებთ, განსაკუთრებით როცა ის ისტერიკამდეა მისული. თქვენ უნდა შეძლოთ და დაანახოთ, რომ ზრდასრული ადამიანები ხართ, მასზე მეტი იცით და შეგიძლიათ დაეხმაროთ.

მოდით ჰექტორის მაგალითს დავუბრუნდეთ, რომელიც ფეხსაცმელების მაღაზიაში შაქარყინულს ითხოვდა. ობიექტური მშობელი მას მტკიცედ ეტყოდა: “მე ვიცი, რომ შენ შაქარყინული გინდა, მაგრამ ეს შენთვის არ შეიძლება”, ხოლო პრაქტიკული დედა, ამ სიტუაციას წინასწარ განჭვრეტდა და თან რაიმე მსუბუქ სასუსნაოსაც წამოიღებდა, რაც ბავშვისთვის ერთგვარი ალტერნატივა იქნებოდა.  ბავშვი მაინც თუ არ გაჩერდებოდა, ობიექტური მშობელი მასთან ერთად მაღაზიიდან გარეთ გავიდოდა (“მე მესმის, რომ გულგატეხილი ხარ. ფეხსაცმელების საყიდლად მაშინ წავალთ, როცა დაწყნარდება”).  თუ ბავშვი ტირილს შეწყვეტდა, მშობელი მას ჩაეხუტება და შეაქებდა, ბავშვი ხომ საკუთარ გრძნობებს გაუმკლავდა (“რა მაგარი ხარ, რომ დაწყნარება შეძელი”).

ფაქტია, რომ ერთიდან სამ წლამდე ბავშვთან გამკლავება საკმაოდ რთულია: ნებისმიერ დროს მისგან აფეთქება შეიძლება მოხდეს, განსაკუთრებით, როცა  ერთი მოქმედებიდან მეორეზე ხდება გადასვლა: თამაშის შემდეგ ოთახის დალაგება, დასაძინებლად წასვლა და სხვ. ობიექტური მშობლები ყველაფერს წინასწარ გეგმავენ, ისინი ყველაფერს აკონტროლებენ და ყოველი სიტუაცია, როგორც შემეცნების პროცესი, შეუძლიათ რომ გამოიყენონ.

 

თარგმინილია STUDIO WEBGEORGIA-ს მიერ. იხილეთ წყარო

შეცდომები, რომლებსაც მშობლები ოჯახის დანგრევის შემდეგ უშვებენ.

image

რას ამბობენ მშობლები და როგორ ესმით ეს ბავშვებს

image

განათლების 10 დამახასიათებელი ნიშანი, რამაც იაპონია ერთ-ერთ განსაკუთრებულ ქვეყნად აქცია.

image

მერფის 11 კანონი, რომელიც ყველა მშობელს ალბათ ეცნობა

image

მარია მონტესორის 19 მცნება მშობლებისთვის

image

როგორ გავხდეთ შვილისთვის ავტორიტეტი?

image