აგრესია, ჭირვეულობა, შიშები: რატომ იქცევა ბავშვი ასე?

აგრესია, ჭირვეულობა, შიშები: რატომ იქცევა ბავშვი ასე?

ზოგჯერ 1-დან 3 წლამდე ბავშვის ქცევის მიზეზები შეიძლება იყოს ზედაპირული: მაგალითად, დედა ნათლად ამჩნევს, რომ მისი ბავშვი ჭირვეულობს, მაგრამ გადაღლილლობის გამო ამაში ჩაღრმავება არ სურს. ზოგ შემთხვევაში მცირეწლოვან ბავშვსაც შეუძლია მშობლები საგონებელში ჩააგდოს: ყველასთვის მოულოდნელი აგრესია, რასაც თან შიშიც ახლავს. მიზეზის გასაგებად უკეთესია, თუ ბავშვის ქცევებს დავაკვირდეთ.

ბავშვის ღამის კოშმარები

იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი აგრესიას სხვადასხვა ფორმით გამოხატავს (ჩხუბობს, იკბინება, ხელს იკვრევინება) და მოულოდნელად  გაღიზიანებასა და სიტუაციიდან გამომდინარე არაადეკვატურ ქცევას ავლენს,  სხვა არსებული მიზეზების მიუხედავად - ბავშვის განვითარების დროს არსებული პრობლემები, გარე ფაქტორების ზემოქმედება, ტემპერამენტი და სხვ. თქვენ მომხდარ ფაქტს განყენებულად უნდა შეხედოთ. შეაგროვოთ ინფორმაცია, რომელიც შექმნილ სიტუაციაზე რეალური წარმოდგენას შეგიქმნით  და მხოლოდ ამის შემდეგ იმოქმედოთ.

ამავე დროს სიტუაციის გასარკვევად საკუთარ თავს დაუსვით რამდენიმე კითხვა:
როდის დაეწყო ბავშვს ასეთი ქცევა?
მის გამოვლენას რა უწყობს ხელს ?
წარსულში ანალოგიურ პრობლემას ხომ არ უყურებდით, როგორც - “ასაკობრივი პერიოდის მიზეზს” და “ასე ყველა ბავშვი იქცევა?”
ხომ არ ხდება ბავშვის ცხოვრებაში რაიმე ახალი - ოჯახში, წრეში სადაც ურთიერთობს, - რასაც, შესაძლოა, მასზე მოეხდინა გავლენა?

 

ეს კეთდება, რათა ბავშვის ქცევის მიზეზები სათანადოდ ამოვიცნოთ, რომ ბავშვს მისი ემოციების გამკლავებაში აქტიურად დავეხმაროთ. ობიექტური დედები ამ მონაცემებს ფაქტიურად ინსტიქტურად აგროვებენ, რადგან ბავშვს მუდმივად აკვირდებიან, მის ქცევებს და გარემოებებს ამჩნევენ, რომლის დროსაც სხვადასხვა  ხასიათი ვლინდება. მაგალითად რამდენიმე ხნის წინ   ქალბატონმა დაიენმა დახმარებისთვის მოგვმართა, საქმე მის  გოგონას ალისიას, რომელიც ორ წლინახევრისაა, ეხებოდა.

რამდენიმე კვირის წინ ალისიას გაუჩნდა ღამის კოშმარები. მან ტანვარჯიშზე  უარი განაცხადა, მაშინ, როცა  თავიდან ვარჯიში დიდ სიამოვნებას ანიჭებდა.

მე მშობელს მაშინვე დავუსვი კითხვა, რა გამოიცვალა ბავშვთან ურთიერთობაში. რაზეც მან ვერ მიპასუხა. თავიდან ბავშვი სპორტულ დარბაზში სიამოვნებით რჩებოდა, ხოლო ახლა დედას სთხოვს: “დედა, აქ ნუ დამტოვებ, წამიყვანე”.

ჩემი ვარაუდით,  ბავშვის აქტიურ წარმოსახვაში რაღაცა ხდებოდა. ამის დასადგენად დედას ბავშვზე ინფორმაცია უნდა შეეგროვებინა“, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ბავშვის ქცევები, როცა ის საკუთარ თავთან თამაშობდა.

რამდენიმე დღის შემდეგ დაიენმა ისევ დამირეკა და ერთი მნიშვნელოვანი დეტალი შემატყობინა,  მან მოისმინა, რომ გოგონა, როცა თავის საყვარელ თოჯინას ეთამაშებოდა, ,უთხრა: “ტიფანი, ნუ გეშინია, მე მეთიუს უფლებას არ მივცემ, რომ შენი თავი წამართვას”.

დაიანს სახელი მეთიუს გაგონებაზე, მაშინვე გაახსენდა, რომ ბიჭი ასეთი სახელით მის გოგოსთან ერთად ტანვარჯიშში ემზადება. მასწავლებელთან საუბრისას გაირკვა, რომ მეთიუ საკმაოდ აგრესიული ბავშვი იყო და მან ალისიას რამდენჯერმე აწყენინა კიდეც. მასწავლებელი მეთიუს მაშინვე გაუბრაზდა და ალისიაც დააწყნარა, მაგრამ მომხდარმა გოგონაზე საკმაოდ ნეგატიური გავლენა მოახდინა.

მოულოდნელად, დაიენმა კიდევ ერთი რამ აღმოაჩინა:  ალისია რამდენიმე კვირის განმავლობაში თავის ჩანთაში სხვა ნივთებთან ერთად, მის საყვარელ  თოჯინას ტიფანისაც დებდა.  დედამ აგრეთვე შეამჩნია, რომ ბავშვი ნერვიულობდა, თუ სეირნობის დროს  მასთან ეს ჩანთა არ იყო, ერთხელ ამის გამო სახლში დაბრუნებაც მოუწიათ.  მე დაიანს ავუხსენი, რომ ეს კარგის ნიშანი იყო. გოგონამ საკმაოდ მდიდარი ფანტაზია და მოხერხებულობა გამოავლინა, რათა საყვარელი ნივთები უფრო უსაფრთხოდ ყოფილიყო მასთან.

მოპოვებული ინფორმაციიდან გამომდინარე ჩვენ სამოქმედო გეგმა შევადგინეთ. ვინაიდან ალისია საყვარელ თოჯინასთან საუბრისას თავს კომფორტულად გრძნობდა, დაიენს ამ საუბარში ჩართვა შეეძლო.

“მოდი, ტიფანისთან ერთად ტანვარჯიშში ვივარჯიშოთ,” - შეთავაზა დაიენმა და შვილის გვერდით  იატაკზე ჩამოჯდა.  “რას აკეთებს ვარჯიშების დროს ტიფანი?” - იკითხა დედამ იმ იმედით, რომ პასუხს შვილისგან მიიღებდა. მას შემდეგ რაც ვარჯიშის შესახებ ისაუბრეს, დაიენმა კითხვა დაუსვა თოჯინას: - “როგორ მოგწონთ მეთიუ, კარგი ბიჭია?”

“დედა ჩვენ ის არ მოგვწონს, - ალისიამ უკვე პირდაპირ გასცა პასუხი. - ის ხელს მკრავს და ცდილობს, რომ ტიფანი წამართვას. მან ერთხელ თოჯინა ხელიდან გამომგლიჯა და კედელს მიანარცხა. მე იქ დაბრუნება აღარ მინდა”.

ასე დაიენმა ალისიას გრძნობების სამყაროში ასე შეაღო კარი. ალისიას მეთიუსი აშკარად ეშინოდა. ამ თემაზე საუბარი შიშის გადალახვისკენ მისი პირველი  ნაბიჯი იყო. დაიენი შვილს შეპირდა, რომ მასთან ერთად მივიდოდა ვარჯიშზე, მასწავლებელს და მეთიუს დედასაც დაელაპარაკებოდა. მეთიუ მას აღარ აწყენინებდა და მის თოჯინასაც ვეღარ მიეკარებოდა. რაც მთავარია, ალისიამ უნდა იცოდეს, რომ დედა საჭირო დროს მის გვერდით იქნება და ყოველთვის დაიცავს.

თარგმინილია STUDIO WEBGEORGIA-ს მიერ. იხილეთ წყარო

სურათის ემოციები ფოტოგრაფის განწყობაზეა დამოკიდებული...

image

ბავშვის ნიჭი თუ მშობლის ახირება...

image

მარია მონტესორის 19 მცნება მშობლებისთვის

image

განათლების 10 დამახასიათებელი ნიშანი, რამაც იაპონია ერთ-ერთ განსაკუთრებულ ქვეყნად აქცია.

image

დათვური სამსახური: როდის არ უნდა მივეხმაროთ ბავშვს?

image

შეცდომები, რომლებსაც მშობლები ოჯახის დანგრევის შემდეგ უშვებენ.

image